VIDEO: „გიყიდი და გაგყიდი, რომ იცოდე...“ - ვის დაუპირისპირდა ლენუკა

ჰაუსი

ერთ დროს ყველაზე შეხმატკბილებული ლენუკა და გოგა ახლა ყველაზე კონფლიქტურ სიტუაციაში არიან. „პრაიმ ჰაუსში“ კი გრძელდება დისკუსია, გოგამ ლენუკა ცნობადობისთვის გამოიყენა, თუ ნამდვილად ცდილობდა ურთიერთობის ჩამოყალიბებას. 

„გოგა, გიყიდი და გაგყიდი, რომ იცოდე. ჩემამდე ვერ მოხვალ. და საერთოდ, ხალხმა გაგიცნო მას შემდეგ, რაც ჩემზე ააგორე რაღაც რაღაცები და მე ერთი კვირა საზიზღარი ქალი რომ ვიყავი ყველას თვალში. ნეტა გენახა, რა საზიზღრობებს გწერდნენ. მე ვპასუხობდი ყველა მესიჯს, რასაც გწერდნენ, იმიტომ რომ შენ გლანძღვდნენ - აი, მანდ ხარ დაუნახავი. მე რომ დისლაიქი დაგიწერე - ღირსი იყავი, მაგრამ შენგან ნამდვილად არ ველოდი. შენ ჯერ სადა ხარ, ქალაქში რომ გახვალ მერე ნახავ რა სახელი გექნება. სახელის გატეხვას თავის გატეხა ჯობიაო, გაგიგია ეგ?“, - ამბობს ლენუკა.