VIDEO: „ღმერთო! ეს რა არის!საუკეთესო!“- კატო კვარაცხელიას და ნიკალა ზუბიაშვილის საოცარი შესრულება ნახვების რეკორდს ხსნის

კატო კვარაცხელია

მუსიკალურ პროექტში „აკუსტიკა“ ახალი სიმღერის პრემიერა შედგა.

კომპოზიციას სახელწოდებით – „შენი ფანჯრიდან“, ასრულებს ახალგაზრდა მომღერალი კატო კვარაცხელია, რომელსაც შესანიშნავ აკომპანემენტს ასევე ახალგაზრდა არტისტი, ნიკალა ზუბიაშვილი უწევს. სიმღერის ავტორი ერეკლე დეისაძეა.

აღსანიშნავია, რომ ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და მუსიკოსების კოლაბორაციას მსმენელის მხრიდან უდიდესი გამოხმაურება და დადებითი შეფასება მოჰყვა.

შესანიშნავ დუეტს ასევე სოციალურ ქსელში ეხმიანება პიანისტი გიორგი გიგაშვილიც და წერს: „აუ, ღმერთო!!! ეს რა არის!!! საუკეთესო!!!“.