Stray Kids-ის საკონცერტო ფილმი გლობალური გაქირავების ლიდერი გახდა

Stray Kids

დოკუმენტური საკონცერტო ფილმი Stray Kids: The dominATE Experience მსოფლიო კინოგაქირავების სათავეში მოექცა. კეი-პოპ ჯგუფის ტურნეს შესახებ გადაღებულმა სურათმა პირველსავე უქმეებზე 19 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა. Variety-ის ინფორმაციით, კინოთეატრებისთვის შედარებით პასიურ პერიოდში, ფილმმა ჰოლივუდურ ბლოკბასტერებსაც კი გაუსწრო.

The dominATE Experience მოგვითხრობს Stray Kids-ის მსოფლიო ტურნესა და მათ მასშტაბურ გამოსვლაზე ლოს-ანჯელესის SoFi Stadium-ზე. Universal-ის მონაცემებით, ფილმმა გაყიდვების ტემპით გადაასწრო წინა კეი-პოპ საკონცერტო რელიზებს, მათ შორის ცნობილ BTS: Yet to Come in Cinemas-ს.