წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1770836556
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, რომელთაც პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ალექსანდრე გაბაშვილის მამა მედიასთან კომენტარს აკეთებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ციხეში იმყოფებიან, არ ვიცი რისთვის, კიდევ ერთხელ დაუმტკიცდათ აღმკვეთი ღონისძიება. სამწუხარო და უკანონო ამბავი ისაა, რომ ის ოთხი თვე, რომელიც უკვე გავატარეთ ციხეში, ფაქტობრივად განულდა და თავიდან დაიწყო ათვლა. კანონით ვალდებულია პროკურატურა დაამთავროს საქმე და გამოიტანოს განაჩენი. ოთხი თვე ჩვენ გვეკარგება და დღეიდან, თავიდან დაიწყო ათვლა იმ ექვსთვიანი პერიოდის“, - ამბობს ალექსანდრე გაბაშვილი.
შეგახსენებთ, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ და სხვა საქმეზეც წარედგინათ. პროკურატურის ინფორმაციით, გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტები გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს, წინასწარ შერჩეულ ადგილზე უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად, ფიზიკურად ძალადობდნენ.