ბიჭი, რომელმაც უძილოდ 11 დღე გაძლო - ისტორიული ექსპერიმენტი და შედეგი
1770843300
ასტეროიდი 2024 YR4, რომლის დიამეტრი დაახლოებით 60 მეტრია და რომელსაც მეცნიერები დედამიწისთვის პოტენციურად საშიშ ობიექტად მიიჩნევდნენ, როგორც გაირკვა, ჩვენს პლანეტას გვერდს აუვლის.
თუმცა, როგორც ჩინელი მეცნიერები თავიანთ ახალ კვლევაში აღნიშნავენ, რჩება მცირე დაახლოებით 4,3%-იანი შანსი, რომ ასტეროიდი 2032 წელს მთვარეს შეეჯახოს, წერს Bild.
მკვლევართა გათვლებით, შეჯახების შედეგად გამოყოფილი ენერგია დაახლოებით 6,5 მეგატონა ტროტილის ეკვივალენტი იქნება, რაც ძლიერი წყალბადის ბომბის სიმძლავრეს უტოლდება. მათი შეფასებით, ასეთმა დარტყმამ მთვარეზე დაახლოებით 1 კვადრატული კილომეტრის ზომის კრატერი შეიძლება დატოვოს და ეს კაცობრიობის მიერ ოდესმე დაფიქსირებულ ყველაზე ენერგიულ მოვლენად იქცეს. ამის შესახებ კომენტარი გააკეთა ცინგხუას უნივერსიტეტის მკვლევარმა იფან ჰემ.
მეცნიერების განმარტებით, თუ ასეთი შეჯახება მოხდება, მას თან ახლავს ძალიან კაშკაშა ნათება, რომელიც დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალითაც იქნება ხილული. ამის შემდეგ მოსალოდნელია მრავალსაათიანი ინფრაწითელი გამოსხივებაც დაფიქსირდეს.