გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, რომელთაც პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

გიგა ავალიანის საქმე

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, რომელთაც პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ჯგუფური ძალადობის 4 სხვა ეპიზოდსაც ედავება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
 
გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ გარშაულიშვილმა მიიღო. საქმე, ჯგუფური ძალადობის სხვადასხვა ეპიზოდს ეხება.

ვინაიდან ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან, სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა.

პროკურატურის ინფორმაციით, გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტები გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს, წინასწარ შერჩეულ ადგილზე უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ.