ბენიამინ ნეთანიაჰუ „მშვიდობის საბჭოს“ ოფიციალურად შეუერთდა

ნეთანიაჰუ რუბიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა.

შეხვედრისას ნეთანიაჰუმ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც ოფიციალურად შეუერთდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი თეთრ სახლში დონალდ ტრამპსაც შეხვდება.

შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან საუბრის მთავარი თემა ირანთან მოლაპარაკებები იქნება.