წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1770836556
ამჟამად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები მთელი რიგი გამოწვევების წინაშეა, თუმცა გვჯერა, კონსტრუქციული და აქტიური დიალოგით შესაძლებელია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის პოზიციებს შორის არსებული განსხვავებების გადალახვა და ნორმალიზება შეიძლება, მოხდეს და ამისთვის ალბათ მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არ უნდა იყოს მანიპულაციის ინსტრუმენტი, რასაც ხშირად მიმართავენ ევროპელი ბიუროკრატები
„აქვე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არ უნდა იყოს მანიპულაციის ინსტრუმენტი, რასაც ხშირად მიმართავენ ევროპელი ბიუროკრატები და ჩვენ ვეცდებით, რომ ამ საკითხთან მიმართებაში ვიყოთ გულწრფელი. ჩვენს საზოგადოებას ყოველთვის ვაწვდით ინფორმაციას, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე ყოველთვის მზად ვართ, გავაგრძელოთ ურთიერთობები ნებისმიერ დონეზე, მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულებითაც არ უნდა იყვნენ ევროპელი ბიუროკრატები. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში სამაგალითო მდგრადობა და პრინციპულობა აჩვენა, დაიცვა საკუთარი სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესები და მშვიდობა, რისი დამსახურებაცაა ბოლო წლებში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, „საბედნიეროდ, ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც უსამართლო მიდგომებზე თვალს არ ხუჭავენ და ხედავენ, ობიექტურად აფასებენ საქართველოს პროგრესს და ევრობიუროკრატების აგრესიული რიტორიკის ნაცვლად დიალოგსა და დიპლომატიას ირჩევენ“.
„მხოლოდ ამ გზითაა ნამდვილი ევროპული ფასეულობების გადარჩენა შესაძლებელი. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას, ბატონ პრეზიდენტს, რომელიც ამ ფასეულობების ერთგულია და იმედს ვიტოვებ, რომ ეს რიცხვი როგორც პოლიტიკოსების, ისე ქვეყნის ნამდვილად გაიზრდება და ბევრი ქვეყანა დააფასებს ჩვენს არსებულ რეალობასა და ძალისხმევას“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.