„სასტუმროს ლობიში გავიქეცით, ჩვენთან ახლოს იყო აფეთქებების ხმა...“ - რუსკა ქარქაშაძე საქართველოში დაბრუნდა

რუსკა ქარქაშაძე საქართველოში

მსახიობი რუსკა ქარქაშაძე ახლო აღმოსავლეთში არეულობის დაწყების დროს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დოჰაში იმყოფებოდა. ის საქართველოში დღეს დაბრუნდა.  

როგორც რუსკამ ინსტაგრამის პირად გვერდზე დაწერა, ქვეყანაში აფეთქებები დუბაიში ჩასვლიდან მესამე დღეს დაიწყო:

ყველაფერი კარგად იყო, სანამ ჩასვლიდან მესამე დღეს მოულოდნელად არ ჩაირთო ე.წ სიფრთხილის ალერტი. უცბად ვერ მივხვდით რა ხდებოდა, ეგრევე ტელეფონები ავიღეთ ხელში და ვნახეთ ირანმა დოჰაზე იერიში მიიტანა და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა ისროლა. ვიცოდით დოჰაში ამერიკული ერთ-ერთი დიდი ბაზა იყო და ეგრევე მივხვდით რა მოხდა. გამოვიქეცით სასტუმროს ლობიში და ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაში ვიყავით. ეგრევე მოგვცეს რეკომენდაციები და აგვეკრძალა სასტუმროს დატოვება” - წერს რუსკა.  

მსახიობის სთორებიდან ჩანს, რომ აფეთქებები მათ სასტუმროსთან ძალიან ახლოს იყო.

„უცბად ისევ ჩაირთო სირენები, გავიქეცით აივანზე და პირდაპირ ჩვენს სიახლოვეს იყო უდიდესი აფეთქებების ხმა, ცხოვრებაში პირველად და იმედია უკანასკნელად ვნახე ასე ახლოდან. არ წყდებოდა აფეთქებების და რაკეტების ნაკადი”, - რუსკას თქმით, მათ აქტიური ჰქონდათ კონტაქტი საქართველოს საელჩოსთან ყატარში. თუმცა, როდესაც  მთავრობის გადაწყვეტილებით ომანიდან ფრენები დაინიშნა, თავიდან თავი შეიკავეს ამ რეისით სარგებლობისგან, რადგან ის ორსულად არის. ამის გამო მათ 9 დღის განმავლობაში მოუწიათ დოჰაში ყოფნა, ხოლო როდესაც გაიგეს, რომ საუდის არაბეთამდე გზა უსაფრთხო იყო ჯერ სტამბულში გაფრინდა, ხოლო შემდეგ თბილისში ჩამოვიდა.

დოჰაში რუსკა ქარქაშაძესთან ერთად იმყოფებოდა ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა.