თბილისში, ბინაში მცხოვრებმა, კარადაში გველი ნახა
1781293794
აშშ-ში დაიწყო ექსპერიმენტული კლინიკური ცდა, რომელიც თვალის დაბერებული უჯრედების გაახალგაზრდავებას ისახავს მიზნად.
ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Life Biosciences, Inc. განაცხადა, რომ დაიწყო ადამიანებზე პირველი კლინიკური კვლევა, რომლის მიზანიც ასაკთან დაკავშირებული მხედველობის დაკარგვის უკუქცევაა.
კვლევის ფარგლებში, პირველ პაციენტს უკვე გაუკეთდა ექსპერიმენტული თერაპია სახელწოდებით ER-100, რომელიც შექმნილია ასაკთან დაკავშირებული სიბრმავისა და თვალის ნერვის დაზიანების შესაჩერებლად ან ნაწილობრივ აღსადგენად.
მეთოდის მთავარი იდეაა თვალის ბადურის ნერვულ უჯრედებში სამი გენის გააქტიურება, რომლებიც ასაკის განმავლობაში დასუსტებული ფუნქციის აღდგენას ცდილობს. ეს ნერვები არ რეგენერირდება ბუნებრივად და მათი დაზიანება, მაგალითად გლაუკომის დროს, ხშირად იწვევს შეუქცევად სიბრმავეს.
თერაპიის ერთჯერადი ინექცია, რომელსაც რამდენიმე კვირიანი ანტიბიოტიკოთერაპია ახლავს, მიზნად ისახავს მხედველობის შენარჩუნებას ან ნაწილობრივ აღდგენას იმ პაციენტებში, რომლებმაც უკვე დაკარგეს მხედველობა.
მეცნიერების ნაწილი ამ მიდგომას მაღალი რისკის მქონე ექსპერიმენტად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ გენურმა რეპროგრამირება, შესაძლოა არაპროგნოზირები შედეგები, მათ შორის უჯრედების სიმსივნურ გარდაქმნაც გამოიწვიოს.
მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ მიუხედავად პოტენციალისა, შედეგების გარეშე ამ ეტაპზე საუბარი დაბერების უკუქცევაზე ნაადრევია.