1728499899
„საკმაოდ ბევრი დავიკელი... მთავარია, ნებისმიერ წონაში თავს კომფორტულად გრძნობდე“ - თიკა ჯამბურია
არასასურველი წონის შესახებ ყველასთვის საყვარელი მომღერალი, თიკა ჯამბურია ყოველთვის საჯაროდ საუბრობდა. ყვითელ მედიაში ბევრ სტატიას შეხვდებით, სადაც წონის კლების თავისებურ მეთოდებზე საუბრობდა. თუმცა, იქვე ხშირად აღნიშნავდა, რომ ადამიანი საკუთარ სხეულში თავადვე უნდა გრძნობდეს თავს კომფორტულად და სასწორზე არსებული რიცხვები არაფერს ნიშნავს.
თიკამ ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო, რაც ცხადია, „პრაიმტაიმს“ შეუმჩნეველი არ დარჩა. როგორ მოახერხა არასასურველი წონის მოშორება, ამაზე თავად გვიამბო.
თიკა ჯამბურია: - საკმაოდ ბევრი დავიკელი, არ ვიტყვი ზუსტად რამდენი. მთავარია, შენ თვითონ გრძნობდე ნებისმიერ წონაში თავს კომფორტულად. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი კილო იქნება, მთავარია, თავი თავად მოსწონდეს. მე საკუთარ თავთან კომფორტულად არ ვიყავი და ვეცადე, წონაში დამეკლო.
რა რჩევას მისცემ ადამიანებს,
- ალბათ, ძალიან პიკში უნდა მივიდეს და მოინდომოს. ისეთი კონკრეტული არაფერია, რომ გააკეთოს. შენს შინაგან ხმას უნდა მოუსმინო. ყველამ იცის როგორ უნდა დაიკლოს - აუცილებლად, ჭამას უნდა მოუკლოს და რა თქმა უნდა, უნდა ივარჯიშონ.