„176 კილო ვიყავი...“ - როგორ დაიკლო წონაში მიშა ავსაჯანიშვილმა

როგორ დაიკლო მიშა ავსაჯანიშვილმა 70 კილო

ცნობილი ქართველი შეფმზარეული მიშა ავსაჯანიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია, სადაც წონასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და არასწორ დიეტებზე საუბრობს.

„როდესაც გავივლიდი და ვიტრინაში ჩემს თავს ვხედავდი, მეზიზღებოდა ეს ადამიანი. მე ასეთი განცდა მქონდა და სხვებს ვისაც მოსწონთ და პუტკუნები არიან რატომაც არა.

გარშემომყოფებისგან გლობალური სახის ბულინგი არასდროს მიგრძნია. წონაში არასწორი დიეტების წყალობით მოვიმატე. დღევანდელ წონასთან შედარებით დაახლოებით 16 კილოთი მეტი ვიყავი და გადავწყვიტე დამეკლო. დავიწყე დიეტები. ვიკლებდი და შემდეგ ისევ ვიმატებდი. შემდეგ წავიკითხე, რომ ორგანიზმს შიმშილობისგან თავის დაცვის მიზნით ცხიმების შენახვა, დარეზერვება შეუძლია.

ჩემთვის მეტად მძიმე მენტალური პრობლემები იყო. დაკომპლექსებული ვიყავი და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ დავდიოდი. ქორწილებში წასვლა არ მიყვარდა. მქონდა შინაგანი განცდა, რომ ყველა ჩემზე ღადაობდა. ბოლოს ბარიატრია გადავწყვიტე და არც მინანია”, – საუბრობს მიშა ავსაჯანიშვილი.