მარტივი დიეტა და შედეგი მინუს 10-20 კილოგრამი თვეში

ეფექტური დიეტა

ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალური ქსელის პირად გვერდზე გამოაქვეყნა დიეტა, რომლის შედეგადაც, როგორც თავად ამბობს, საგრძნობლად დაიკლო წონაში.

ეს გახლავთ კვერცხის 4-კვირიანი დიეტა, რომელიც ეფექტურად მოგაშორებთ ზედმეტ 10-20 კილოგრამს, იმის მიხედვით, რამდენად ზედმეტი წონა გაქვთ.

კვერცხი კარგად ანაყრებს, ამიტომაც ამ დიეტის დროს შიმშილის გრძნობა არ შეგაწუხებთ; თანაც, მიუხედავად იმისა, რომ კვერცხი ნოყიერია, ის არ არის კალორიული პროდუქტი, ერთ ცალ კვერცხში 80-100 კალორიაა. 

კვერცხი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს – ფოსფორს, რკინას, კალციუმს, მარგანეცს და სხვა აუცილებელ მიკროელემენტებს, "ბ" ჯგუფის ვიტამინებს, ასევე A, E, D, K ვიტამინებს.

თუმცა, კვერცხის დიეტის დაცვისას უნდა გაითვალისწინოთ 2 რამ:

1. არ უნდა გქონდეთ ალერგია კვერცხზე,

2. და კვერცხი აუცილებლად მაგრად მოხარშული უნდა იყოს.

კვერცხის დიეტის მინუსია – ის მაღლა სწევს ქოლესტერინის დონეს. თუმცა კვერცხის ქოლესტერინი ნაკლებად მავნებელია.

4-კვირიანი კვერცხის დიეტა

იკლებთ 10-20 კილოგრამს, იმის მიხედვით, რამდენად ზედმეტია თქვენი წონა.

პირველი კვირის მენიუ:

ყოველდღიური საუზმე: 1/2 ფორთოხალი ან გრეიპფრუტი და 1-2 ცალი კვერცხი.

ორშაბათი

სადილი: ხილი, რომელიც გინდათ, ნებისმიერი რაოდენობით.

ვახშამი: შემწვარი ან მოხარშული ხორცი (უცხიმო), ცხვრის ხორცის გარდა.

სამშაბათი

სადილი: მოხარშული ან შემწვარი ქათამი, კანგაცლილი.

ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, სალათა (კიტრი, პომიდორი, წიწაკა, სტაფილო), ტოსტის პურის ერთი ნაჭერი, 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.

ოთხშაბათი

სადილი: უცხიმო ყველი ნებისმიერი რაოდენობით, ტოსტის პური ერთი ნაჭერი, პომიდორი.

ვახშამი: შემწვარი ან მოხარშული უცხიმო ხორცი.

ხუთშაბათი

სადილი: ერთი სახეობის ხილი ნებისმიერი რაოდენობით.

ვახშამი: შემწვარი ან მოხარშული ხორცი, სალათის ფურცლები.

პარასკევი

სადილი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, მოხარშული ბოსტნეული (ყაბაყი, ლობიო, სტაფილო ან მწვანე ბარდა).

ვახშამი: მოხარშული ან შემწვარი თევზი, სალათის ფურცლები, 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.

შაბათი

სადილი: ხილის რომელიმე სახეობა ნებისმიერი რაოდენობით.

ვახშამი: შემწვარი ან მოხარშული ხორცი, სალათის ფურცლები.

კვირა

სადილი: შემწვარი ან მოხარშული ქათამი, კანის გარეშე, პომიდორი, მოხარშული ბოსტნეული, 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.

ვახშამი: მოხარშული ბოსტნეული.

მეორე კვირა:

ყოველდღიური საუზმე: 1/2 ფორთოხალი ან გრეიპფრუტი და 1-2 ცალი კვერცხი.

ორშაბათი

სადილი: შემწვარი ან მოხარშული ხორცი, სალათის ფურცლები.

ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, სალათის ფურცლები, 1 ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.

სამშაბათი

სადილი: შემწვარი ან მოხარშული ხორცი, სალათის ფურცლები.

ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.

ოთხშაბათი

სადილი: შემწვარი ან მოხარშული ხორცი, კიტრი.

ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.

ხუთშაბათი

სადილი: 2 მოხარშული კვერცხი, უცხიმო ყველი ნებისმიერი რაოდენობით, მოხარშული ბოსტნეული.

ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი

პარასკევი

სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი

ვახშამი: 2 კვერცხი

შაბათი

სადილი: შემწვარი ან მოხარშული ხორცი, პომიდორი, 1 ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.

ვახშამი: ხილის ასორტი (ფორთოხალი, მანდარინი, ნესვი, ატამი, ვაშლი)

კვირა

სადილი: მოხარშული ან შემწვარი ქათამი კანის გარეშე, პომიდორი, მოხარშული ბოსტნეული, 1 ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.

ვახშამი: მოხარშული ან შემწვარი ქათამი კანის გარეშე, პომიდორი, მოხარშული ბოსტნეული, 1 ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.

მესამე კვირის მენიუ

ორშაბათი

მთელი დღის განმავლობაში ნებისმიერი ხილი (გარდა: ყურძნის, მანგოს, ფინიკის, ბანანისა და ლეღვისა) ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერ დროს.

სამშაბათი

მთელი დღის განმავლობაში ნებისმიერი მოხარშული ბოსტნეული და ბოსტნეულის სალათა, რომელშიც შევა ბოსტნეული თქვენი სურვილისამებრ, მხოლოდ კარტოფილის გარდა.

ოთხშაბათი

მთლი დღის განმავლობაში ნებისმიერი ხილი მაღლა ჩამოთვლილთაგან, ნებისმიერი მოხარშული ბოსტნეული, სალათები რამდენიც გინდათ და როცა მოგესურვებათ.

ხუთშაბათი

მოხარშული ან შემწვარი თევზი ნებისმიერი რაოდენობით, სალათა (მხოლოდ კომბოსტოსა და სალათის ფურცლებისგან მომზადებული) ნებისმიერი რაოდენობით, მოხარშული ბოსტნეული.

პარასკევი

მოხარშული ან შემწვარი უცხიმო ხორცი ან ქათამი, მოხარშული ბოსტნეული.

შაბათი და კვირა

მთელი დღის განმავლობაში მიირთმევთ ერთი სახეობის ხილს ნებისმიერი რაოდენობით.

დიეტის მეოთხე კვირა:

გთავაზობთ პროდუქტებს, რომლებიც შეგიძლიათ მიირთვათ მთელი დღის განმავლობაში განუსაზღვრელი დროით.

ორშაბათი

მოხარშული ან შემწვარი ხორცის 4 ნაჭერი ან 1/4 მოხარშული ქათამი, 3 პომიდორი, 4 კიტრი, 1 ტოსტის პური.

1 ქილა დაკონსერვებული ტუნეცი ზეთის გარეშე (ან გარეცხილი წყლით),

1 ცალი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.

სამშაბათი

მოხარშული ან შემწვარი ხორცის ორი ნაჭერი (მაქსიმუმ 200 გრამი),

3 ცალი პომიდორი, 4 კიტრი, 1 ნაჭერი ტოსტის პური.

ვაშლი ან მსხალი, ან 1 ნაჭერი ნესვი, ან ფორთოხალი, ან გრეიპფრუტი.

ოთხშაბათი

1 კოვზი ხაჭო ან უცხიმო ყველი.

მოხარშული ბოსტნეული პატარა თეფშით,

2 ცალი პომიდორი, 2 კიტრი, 1 ნაჭერი ტოსტის პური

1 ცალი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი

ხუთშაბათი

1/2 მოხარშული ან შემწვარი ქათამი,

3 ცალი პომიდორი, კიტრი, 1 ნაჭერი ტოსტის პური.

1 ცალი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი

პარასკევი

2 ცალი მოხარშული კვერცხი

სალათის ფურცლები, 3 პომიდორი,

1 ცალი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.

შაბათი

მოხარშული ქათმის მკერდი

1/8 კილოგრამი ხაჭო ან უცხიმო ყველი,

2 ცალი პომიდორი, 2 კიტრი, 1 ნაჭერი ტოსტის პური,

1 ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.

კვირა

1 კოვზი ხაჭო

ტუნეცის კონსერვი ზეთის გარეშე

2 პომიდორი, 2 კიტრი, 1 ნაჭერი ტოსტის პური,

1 ცალი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.

რეკომენდაციები კვერცხის დიეტის დროს:

სვით ბევრი წყალი, რეკომენდებულია დღეში 1,5-2 ლიტრი წყალი ან მწვანე ჩაი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მიირთვათ შავი ჩაი და ყავა შაქრისა და რძის გარეშე.

არ უნდა დაგემართოთ ფაღარათი, მაგრამ თუ მაინც დაგემართათ, დაუმატეთ დიეტაში მეტი ქორფა ბოსტნეული.

თუ პროდუქტის რაოდენობა მითითებული არ არის, მიირთვით რამდენიც გინდათ, დანაყრებამდე.

თუ კვერცხი მოგბეზრდათ, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ უცხიმო ხაჭოთი.

შიმშილისა და დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაამატოთ კიტრი, სალათის ფურცლები ან სტაფილო.

ბოსტნეული (ნებისმიერი, გარდა კარტოფილისა) შეგიძლიათ მიირთვათ როგორც უმად, ასევე მოხარშული, ზეთის გარეშე, შეგიძლიათ შეაზავოთ ცოტა მარილით, სანელებლებით, ხახვითა და ნივრით.

ხილი, რომელიც ამ დიეტის დრო გეკრძალებათ, არის: ყურძენი, მანგო, ფინიკი, ბანანი, ლეღვი.

დიეტის დასრულების შემდეგ უნდა შეზღუდოთ იმ საკვების მიღება, რომელიც შეიცავს რაფინირებულ შაქარს.

მიირთვით ნებისმიერი ხორცი, ცხვრის გარდა.

დიეტა დაიწყეთ ყოველთვის ორშაბათის მენიუდან.