სად და როგორ გაიცნო დემნამ მეორე ნახევარი

დემნა ლოიკი

ბოლო პერიოდში, დემნას პირადი ცხოვრება საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც თავად Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი ამბობს, საქართველოში ვერ ჩამოდის, რადგან საკუთარი ორიენტაციის გამო, მოკვლითაც კი ემუქრებიან, მათ შორის, ბიძამისი.

ახლახან, Vogue France-სთან მიცემულ ინტერვიუში დემნამ გაიხსენა, როდის და სად გაიცნო მეორე ნახევარი,  ლოიკ გომეზი.

„Facebook-ზე. [იცინის] ინტერნეტს ვსქროლავდი, როდესაც უცხო ბენდის მუსიკამ ჩემი ყურადღება მიიქცია. დავსერჩე და Facebook-ზე მისი ფოტო ვნახე, ამ ბენდში უკრავდა. გადავწყვიტე რომ მიმეწერა. მაშინ პარიზში ვცხოვრობდი, ის ლონდონში იყო. რამდენიმე თვე ონლაინ ვლაპარაკობდით. მე ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს, ჩემს ინტუიციას ცხოვრებაში ყოველთვის კარგ ადგილებამდე მივუყვანივარ. ინტუიცია მეუბნებოდა, რომ უნდა მენახა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ პარიზიდან ლონდონში ჩავსულიყავი და პირადად გამეცნო. ლონდონში 3 დღით ჩავედი. შემდეგ ის ჩამოვიდა ჩემთან პარიზში და უკან აღარც წავიდა. [იცინის]