,,დაცვამ ვერ მიცნო და იფიქრა, რომ ფეხშიშველი ვიყავი - გაოცებას ვერ მალავდნენ, როდესაც..." - რა შეემთხვა დემნას შვეიცარიის ბანკში

დემნა

Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია შვეიცარიის ბანკში, ერთი წლის წინ თავს გადახდენილ ამბავს იხსენებს, რომელიც დემნას ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

,,დემნა vs შვეიცარიული ბანკი:

ეს ერთი წლის წინ მოხდა. შვეიცარიის ბანკში ქეშის გამოსატანად მივედი. შესასვლელში გამაჩერეს. წინდის სტილის ფეხსაცმელი მეცვა. დაცვამ ვერ მიცნო და იფიქრა, რომ ფეხშიშველი ვიყავი.

გაოცებას ვერ მალავდნენ, როდესაც ოქროს ბარათი ვაჩვენე და გაიგეს, რომ ჩემი წინდის ფეხსაცმელი 850 ევრო ღირს.

ძალიან ლამაზი ქალი ჩამოიყვანეს, რომელმაც ყველას სახელით ბოდიში მომიხადა.

ინციდენტის შემდეგ რამდენჯერმე ვიყავი მისული. ახლა ყველა დაცვა გაფრთხილებულია."