როდის გეგმავს კესარია აბრამიძე შვილის ყოლას

კესარია

კესარია აბრამიძის შესახებ წლების განმავლობაში უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდებოდა. რამდენჯერმე ითქვა, რომ ფეხმძიმედაა, ან უკვე ჰყავდა შვილი. ახლაც, კესოს მიერ გავრცელებული სახალისო ვიდეოს შემდეგ, თითქოს მას შვილი შეეძინა, გადავწყვიტეთ გვეკითხა, მის უახლოეს გეგმებში შედის თუ არა ბიოლოგიური შვილის ყოლა.

როგორც იცით, ჩემი გენეტიკური მასალა შენახული მაქვს. ეს იყო ალბათ 10 წლის წინ, სანამ სქესის შეცვლის ოპერაციას გავიკეთებდი. ჯერჯერობით, დედობისთვის მზად არ ვარ. 

ამჯერად, კლინიკაში მცირე ოპერაციის გასაკეთებლად მივედი, მოვიწყინე და შემდეგ სახალისო ვიდეოები გადავიღე, რაც ხალხმა აიტაცა. მოგეხსენებათ ჩემი იუმორის ამბავი. ყველა პოსტი, რომელიც იწყება „ქმარმა მაჩუქა“ რეალურია, დანარჩენი ყველაფერი იუმორი.“ - გვითხრა კესარია აბრამიძემ.