რას საქმიანობს და ვისთან მეგობრობს გოგა ჯაბაური „პრაიმ ჰაუსიდან“ წასვლის შემდეგ

გოგა ჯაბაური

„პრაიმ ჰაუსიდან“ წასული ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მონაწილე, გოგა ჯაბაური „პრაიმტაიმთან“ საკუთარი ცხოვრებისა და სიახლეების შესახებ საუბრობს. გოგა გვიმხელს, ვისთან მეგობრობს და ვისთან შეინარჩუნებს ახლო ურთიერთობას მომავალში.

- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში „პრაიმ ჰაუსიდან“ წასვლის შემდეგ, ქუჩაში ბევრი გცნობთ?

ფაქტობრივად, არაფერი. ცხოვრებას ისევ ისე ვაგრძელებ. ქუჩაში ბევრს არ დავდივარ, სიარულში დიდ დროს არ ვატარებ. ჯერ ისედაც ბევრ ხალხთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ ცნობადობა 50%-ით გაზრდილია, რასაც ვამჩნევ.

- გაქვთ რამე შემოთავაზებები, თუნდაც, სარეკლამო კუთხით? რას საქმიანობს ახლა გოგა?

- ჯერჯერობით, შემოთავაზებები არ მაქვს. ვაკეთებ იმ საქმეს, რასაც მანამდე ვაკეთებდი - კომერციით ვარ დაკავებული. ძველ საქმეებს დავუბრუნდი და ახლებზეც არ ვამბობ უარს, თუ იქნება რამე საინტერესო.

- ნაწყენი ხართ ვინმეზე?

- პროექტში? - არა. არ მეგონა, თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა ჟიური, მაგრამ ყველას თავისი გადაწყვეტილება აქვს. რაც შეეხება მონაწილეებს, ფარისევლებთან გადაკვეთა არ მექნება, თუ მექნება, მხოლოდ გამარჯობით შემოვიფარგლები. წყენა საერთოდ არ მაქვს, ვაანალიზებ რასაც ვაკეთებ და იქიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებებს ვიღებ. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ატყუებს, ჩემთან დასაახლოებლად აზრს ვერ ვხედავ, ფუნქცია არ ექნება.

- ყოფილ მონაწილეებთან კონტაქტი გაქვთ?

- ყოფილ 5-6 მონაწილესთან მაქვს კონტაქტი. ესენი არიან: მარიამ ჩაგანავა, საბა უგრეხელიძე, ალექს ბანცაძე, გიორგი მეტრეველი, ლეტოსთან მაქვს კარგი ურთიერთობა, ბეატრისი მიყვარს ძალიან და ევასთანაც არ მაქვს ცუდი ურთიერთობა სიმართლე რომ გითხრათ. დანარჩენებიდან, ვინც პროექტში დარჩნენ, ბაგირას ვცემ ძალიან დიდ პატივს. როგორც ჩანდა პროექტში ყოფნისას, სხვებთან არ მაქვს კარგი ურთიერთობა და ძალიანაც კარგი, ესე იგი ეს ხალხი საჭირო არ იყო, ცხოვრებაში ფარისევლობა არ მჭირდება. პროექტის დასრულების შემდეგ მეგობრობას მხოლოდ ბაგირასთან განვაგრძობ.

- ლენუკა წარსულს ჩაბარდა?

ლენუკა წარსულს მას შემდეგ ჩაბარდა, რაც მხარი არ დამიჭირა მაშინ, როდესაც პროექტში მისი მხარდაჭერა მჭირდებოდა. მას შემდეგ ერთმანეთს გადავეკვეთეთ, თუმცა ურთიერთობა აღარ გვაქვს. მასთან მეგობრობის გაგრძელების აზრს ვერ ვხედავ, თამაში ხომ არ არის? მე რადიკალური ტიპი ვარ, არავის გამო ვაპრებ ჩემი რადიკალურობის შეცვლას, ჩემ თავთან მაგით გამოვირჩევი. ერთხელ გათვითცნობიერებულ გადაწყვეტილებას რომ მივიღებ, ანუ მივიღე.

- ის ხომ თამაშში ხდებოდა...

- რა მნიშვნელობა აქვს, მე ისეთი ვიყავი, როგორც ვარ... არ მითამაშია.