რა ვჭამოთ, რომ 74 წლის ასაკშიც ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ - თავის მოვლის საიდუმლოებები უბერებელი ნორმა უილიამსისგან

norma

74 წლის ნორმა უილიამსი ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც ასაკი არ ეტყობა. წლების მატების მიუხედავად, ის ფორმის შენარჩუნებას იდეალურად ახერხებს და მშვენივრად გამოიყურება. 

როგორც თვითონ ამბობს, ასაკი მან ჯანსაღი ცხოვრების წესის წყალობით დაამარცხა. მისი თქმით, ვარჯიში  და სწორი კვება 20 წლისამ დაიწყო, შემდეგ კი ეს ყველაფერი ცხოვრების წესად აქცია. 

აღსანიშნავია, რომ ნორმა არასდროს ტოვებს საუზმეს, კვირაში ერთხელ თავს ტკბილეულის მირთმევის უფლებასაც აძლევს, საღამოს კი წითელ ღვინოს შეექცევა.

მისი დილა სპორტდარბაზში წასვლით იწყება, საუზმედ ყავასა და თაფლიან კრუასანს მიირთმევს, მოგვიანებით კი ბანანს ან ფორთოხალს შეექცევა, სადილად უპირატესობას მოხარშული ქათმის ხორცს, სტაფილოს ან ბროკოლს ანიჭებს.