ქეით მიდლტონი პრინცესა დაიანას სამკაულით გამოჩნდა - ფოტოები

ქეით მიდლტონი

სამეფო ოჯახის წევრები თანამეგობრობის დღის აღსანიშნავად ღონისძიებაზე შეიკრიბნენ, რომელიც ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართა. 41 წლის უელსის პრინცესა ამ დღეს განსაკუთრებულად გამოიყურებოდა.

ის ბრწყინავდა „ერდემის“ 3600 დოლარიან ლურჯ პიჯაკსა და ქვედაბოლოში, რომელიც „ფილიპ ტრეისის“ შლაპასთან და „ჯანვიტო როსის“ ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული. ანსამბლს საფირონის ულამაზესი სამკაული ამშვენებდა, რომელიც ერთ დროს პრინცესა დაიანას ეკუთვნოდა.

ღონისძიებაზე ქეით მიდლტონი მეუღლესთან, პრინც უილიამთან ერთად მივიდა და ხელში ულამაზესი ყვავილების თაიგული ეკავა, რომელიც მას გულშემატკივრებმა აჩუქეს.