1733256870
ქალი ქმრის საფლავზე ყოველდღე დადის და იმ სერიალს უყვება, რომელშიც ნანუკა სტამბოლიშვილი მონაწილეობს
თურქული სერიალების მოყვარულებს ახალი ფავორიტი მსახიობი ჰყავთ. სერიალი, რომელშიც ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი თამაშობს, მსოფლიოსა და საქართველოში უკვე მოიპოვა პოპულარობა.
საქართველოში სერიალს „სხვისი შვილების“ სახელით იცნობენ. მთავარ როლს ჰალილთან ერთად ქართველი მსახიობი, ნანა სტამბოლიშვილი ასრულებს.
ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი ერთ-ერთ ინტერვიუში თაყვანისმცემლებზე საუბრობს და ერთ უცნაურ ამბავს იხსენებს:
„იამანის მამის საფლავზე მისვლის სცენა უნდა გადაგვეღო. სასაფლაოზე ვიღებდით კადრებს. უცებ ერთი ქალი მოვიდა და მითხრა:
- შვილო, მე შენ ძალიან მიყვარხარ და მინდა შენთან ერთად ფოტო გადავიღოო. ჩემს მეუღლეს სულ შენზე ვუყვები და ისიც ძალიან ბედნიერიაო. ხომ შეიძლება სამივემ ერთად გადავიღოთ ფოტოო?
- რა თქმა უნდა, დეიდა, სცენის გადაღებას მოვრჩები და სიამოვნებით. სად არის თქვენი მეუღლე-მეთქი? - მან ხელი გაიშვირა გვერდით სფალავისკენ... ანუ იმდენად ვუყვარდი, რომ საფლავზე მისული გარდაცვლილ ქმარს უყვებოდა ჩემზე. ეს ცოტა უცნაურია. ვინ დადის სასაფლაოზე სერიალზე სასაუბროდ?!“,- ამბობს ჰალილი.