პრინცმა ჰარიმ სპაიდერმენის კოსტიუმი მოირგო - ნახეთ ვიდეო

პრინცი ჰარი

პრინცმა ჰარიმ სპაიდერმენის კოსტიუმი მოირგო და ბრძოლაში დაღუპული ბრიტანელი ჯარისკაცების შვილებისთვის საშობაო მიმართვა ჩაწერა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ვიდეო საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის Scotty's Little Soldiers ჩაიწერა, რომელიც ასეთ პატარებს ეხმარება და მხარს უჭერს. რგოლი 100-ზე მეტ ბავშვს აჩვენეს.

„შობა ისეთი დროა, როცა ჩვენი ახლობლები ძალიან მოგვენატრებიან. ეს ნორმალურია. ამ დროს ბევრ თავს დამნაშავედ გრძნობს, იმის გამო რომ მშობლების გარეშე ერთობა. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მშობლებს სურთ, რომ ყოველთვის ვიმხიარულოთ. ამიტომ, თავს დამნაშავედ ნუ გრძნობთ“, - ამბობს პრინცი ვიდეოში.

თავისი ვინაობა კი მან მხოლოდ რგოლის ბოლო წამებზე გაამხილა.