Netflix-ის სერიალი ჯინი და ჯორჯია მე-2 სეზონით ბრუნდება

ჯინი და ჯორჯინა

Netflix-ის სერიალი ჯინი და ჯორჯია მე-2 სეზონით ბრუნდება. სერიალის პრემიერა 2023 წლის 5 იანვარსაა დაგეგმილი. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

შოუს მთავარი გმირები მარტოხელა დედა ჯორჯია და მისი თინეიჯერი შვილი ჯინი არიან, რომლებიც პატარა ქალაქში გადადიან საცხოვრებლად, რათა არც თუ სახარბიელო წარსულს გაექცნენ. მე-2 სეზონი გვიჩვენებს დედა-შვილის ურთიერთობას მას შემდეგ, რაც ჯინი დედის დიდ საიდუმლოს შეიტყობს და მიხვდება, რომ მისი მამინაცვალი ბუნებრივი მიზეზებით სულაც არ გარდაცვლილა.

ჯინის დედის წარსულთან შეგუება უჭირს, განსაკუთრებით კი იმ ფაქტთან, რომ მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ მაინც შეუძლია, ნორმალურად განაგრძოს ცხოვრება, თითქოს არაფერი მომხდარა. ჯორჯია კი ცდილობს, წარსული წარსულად დატოვოს და ქალაქის მერთან ქორწინებით ახალი ცხოვრება დაიწყოს.

ვნახოთ, კიდევ რას გვიმზადებს მე-2 სეზონი.