„მინდა გაგაცნოთ ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი...“ - თათია შარანგია რჩეულთან ერთად ფოტოს აქვეყნებს

თათია შარანგია

პიანისტისა და ტელეწამყვანის თათია შარანგია მის რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და საკუთარი გადაცემის გვერდზე პოსტს წერს:

„ჩემო უსაყვარლესო მაყურებლებო, მეგობრებო, მინდა გაგაცნოთ ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი, ჩემი, ანუ ჩვენი “სთორი”ს N 1 გულშემატკივარი, ადამიანი რომლითაც ღმერთმა დამაჯილდოვა. გიზიარებთ ჩემს სიხარულს და გიგზავნით სიყვარულის ტალღებს. მუდამ იბრძოლეთ თქვენი ბედნიერებისთვის.

სიყვარულით სავსე ყოფილიყოს თქვენი ცხოვრება. მე კი, მუდამ მადლობელი ვარ თქვენი. დიდი ფასეულობა ხართ ჩემს ცხოვრებაში“,- წერს თათია შარანგია.

შეგახსენებთ, თათია შარანგიას რჩეული ჯარჯი თორაძეა. წყვილის ფოტო თავდაპირველად სწორედ ჯარჯიმ გაავრცელა.

ჯარჯი თორაძეს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. ის ზაზა თორაძის შვილია.

ძმები თორაძეები საზოგადოებისთვის კარგად ცნობილები არიან. 30 წლის წინ თბილისში მათმა მკვლელობამ დიდი გამოხმაურება მოიპოვა.