გამოვიდა და თქვა ვინმემ, როგორ მოხვდა საავადმყოფოში მასწავლებლისგან დაბულინგებული არასრულწლოვანი? გათიშულს რამდენიმე წუთი ასულიერებდნენ მამამისზე ნანახი ამაზრზენი ვიდეოს გამო... - რას წერს წილოსანი

წილოსანი

დეპუტატი ნინო წილოსანი მწერალ დათო ტურაშვილის ემოციური მიმართვის შემდეგ მისი შეუძლოდ გახდომისა და კლინიკაში გადაყვანის ფაქტს ეხმაურება.

დეპუტატის თქმით, არანაკლები სტრესი მიადგა მმართველი გუნდის ოჯახის წევრებს იმ კამპანიებით, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტის განხილვის შემდეგ საზოგადოებაში შეიქმნა, თუმცა, როგორც წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, ამის შესახებ მათ საჯაროდ არ უსაუბრიათ: 

„პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას. მეორე, - რადგან ჩვენს მშობლებზე და შვილებზე არ ვსაუბრობთ ამ მავნებლური ფეიკკამპანიით რაც დამართეს, ამიტომ ახლა კიდევ აქეთ შეტევის ობიექტები გავხდით?!.

რამდენიმე დღის წინ დედაჩემი ისე წაიყვანეს საავადმყოფოში, ვერც გამაგებინეს, ინფარქტგადატანილი და სტენტირებული ქალი! არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ რამდენიმე სტატუსი შემხვდა და ვწერ… გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოჰყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი? მათ შორის მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც წინა დღით ტიკტოკზე ნაცების მიერ დამზადებული ამაზრზენი ვიდეო ნახა მამამისზე? მათ შორის, საკუთარი „ნაცი“ მასწავლებლის მიერ დაბულინგებული არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც რამდენიმე წუთი გათიშულს ასულიერებდნენ მისი მშობლები? გავაგრძელო? ბევრი შემიძლია, ძალიან ბევრი… ის ხალხი მაინც ნუ ხართ დიდ გულზე!! თავად რომ იყავით ბულინგის კამპანიის ავანგარდში… ამიტომ მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!!!“, - წერს ნინო წილოსანი.

ცნობისთვის, 19 მარტს რუბრიკა „ტურიკას წიგნების“ გადაცემის მსვლელობისას დათო ტურაშვილი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის კრიტიკის შემდეგ, მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ემოციურად გამოეხმაურა.

მწერალი გადაცემაში „მე-17 სართული“ ეთერში გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც დათო ტურაშვილი გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს.