VIDEO: ხალხი შოკშია. პატრული აფეთქებისას სასწაულებრივად გადარჩა - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში

აფეთქება

სოციალურ ქსელში შოკისმომგვრელი ვიდეო ვრცელდება. კადრებში ჩანს კორპუსის პირველი სართული, საიდანაც დიდი დაკვამლიანებაა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და გამოძახებულია სამაშველო ჯგუფი. ამ დროს შენობაში რაღაც ფეთქდება. აფეთქების დროს პატრული სასწაულებრივად გადარჩა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, საბურთალოზე მოხდა. ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, რომელმაც შენობაში გაჩენილი ხანძარი ჩააქრო. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„როდის მოხდა არ წერია. ახალატვირთულია.
რამდენიმე აქცენტი:
1. პოლიციელი, მაშველი (მათ შორის სასწრაფო), სამხედრო - დასაფასებელია;
2. კორპუსის სახანძრო უსაფრთხოებაზე ამხანაგობებმაც უნდა იზრუნონ. არ ეხება მხოლოდ პირველ სართულებს. კორპუსებში უნდა იყოს სახანძრო საშუალებები, პერიოდული გაფრთხილებები და სხვა;
3. სახანძრო ზედამხედველობა უნდა გამკაცრდეს“,- წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში