„მეუღლე იყო მოძალადე, ორი თვის გოგონა, სახელად დანი, გარდაიცვალა...“ - მარიამ ქინქი მძიმე ისტორიით

ქინქი მარიამი

„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის ყველაზე სკანდალური მონაწილე მარიამ ქინქი „პრაიმტაიმთან“ ცხოვრების მძიმე პერიოდზე საუბრობს. 

მარიამი გვიყვება, რომ ორსულობის დროს მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. 

„დედების დღეს გახდება ორი წელი, რაც ჩემი შვილი გარდაიცვალა. ამ ბავშვმა, რომელიც გარდაიცვალა, პატარა ანგელოზმა, შეცვალა ჩემი ცხოვრება. მე ყოველ დღე ვცხოვრობ ისე, რომ გინდ ამ მომენტში მოვკვდე ბედნიერი ვიყო. 

ძალადობის მსხვერპლი ვიყავი ორსულობის პერიოდში, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. იყო სასამართლო, მე-6 თვეს გავაჩინე 220 წნევით, უნდა მოვმკვდარიყავი წესით, მაგრამ რაღაც სასწაულის ძალით გადავრჩი. ორი თვის შემდეგ გარდაიცვალა ბავშვი. პატარა იყო ძალიან, 950 გრამი. იყო გოგო, სახელად დანი. 

მეუღლე იყო მოძალადე, ორი წელი ვიყავით შეყვარებულები. მაგრამ მაშინ, ისე როგორც დღეს, ბევრ სხვა ქალს საქართველოში, არ მეგონა, რომ მე მქონდა სხვა არჩევანი, რადგან, ჩემი ოჯახი იყო მის მხარეს...“, - ამბობს მარიამ ქინქი.