„მეც აუტსაიდერი ვარ და არ მინდა ეს ხალხს დაავიწყდეს...“ - გურამ შეროზია გულშემატკივრებს მიმართავს

გურამ შეროზია

დღეს „პრაიმ ჰაუსში“ შაბათის ლაივია. დღევანდელ დღეს გაირკვევა, ვინ დატოვებს პროექტს. აუტსაიდერები გურამ შეროზია, ლენუკა ყიფშიძე და გოგა ჯაბაური არიან. 

ამასთან დაკავშირებით გურამ შეროზია სოციალურ ქსელში წერს:

„გუშინდელი გადაცემა აშკარად გოგას და ლენუკას პიარ კამპანია იყო, შენიშნავდით დღევანდელ ანონსშიც თითქმის არ ვჩანვარ, არც გუშინდელში... არა და რავი, მეც აუტსაიდერი ვარ და არ მინდა ეს ხალხს დაავიწყდეს...

ისეთი საყვარლობა საჩუქრები გამომიგზავნეს გულშემატკივრებმა და არ გავიდა გადაცემაში, ვიცი ელოდით და მე გიხდით ბოდიშს ამისთვის, არ ვიცი მიზეზი ასევე არ გასულა (ძაან მცირედი ნაწილი ჩანდა), როგორ ვაპროტესტებდი გოგას „გაძევებას" ივენთიდან, ბევრი არგუმენტით, ზოგადად ნებისმიერი ადამიანის გარიყვას ვგმობ, ძალაუფლების ცუდად გამოყენებასაც! ჰოდა, აქ მაინც ვთქვი

ჰოდა, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მგონია, რომ თუ მე არ გავხდები დღეს სმს ლიდერი - შეიძლება გავბუნძულდე კიდეც პროექტიდან, ისეთი პირი უჩანს. ამიტომ, ისე უნდა ვმობილიზდეთ, როგორც არასდროს მხოლოდ მესენჯერის იმედადაც ვერ ვიქნებით, ზარებიც საჭიროა

0903 300 305

მადლობა დიდი, რომ ჩემთან ხართ, გავმეორდები: მხოლოდ თქვენ ხართ ჩემთან, თქვენ და ბაგირა და ამიტომ ვალდებული ვარ მოტივაცია და შემართება ერთი წამითაც არ დავკარგო! ჩვენ გავიმარჯვებთ“,- წერს გურამ შეროზია.