ლონდონში BAFTA-ს გამარჯვებულები დასახელდნენ

BAFTA-ს გამარჯვებულები

ლონდონში ბრიტანეთის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. BAFTA 2026-ის გამარჯვებული ფილმი „ბრძოლის შემდეგ ბრძოლა“ გახდა, რომლის რეჟისორი პოლ ტომას ანდერსონი, წლის საუკეთესო რეჟისორად აღიარეს.

საუკეთესო კაცი მსახიობის ნომინაციაში რობერტ არამიომ გაიმარჯვა, წლის საუკეთესო ქალი მსახიობის ტიტული კი, ჯესი ბაკლის ერგო, ფილმისთვის „ჰამნეტი“.

მეორე პლანის საუკეთესო მსახიობებად შონ პენი („ბრძოლა ბრძოლის შემდეგ“) და ვუნმი მოსაკუ („ცოდვილნი“) დასახელდნენ.