1771789041
პრემიერი: სადაც ქვეყნდება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული შეფასებები, საქართველო ყველგან არის ლიდერი და მოწინავე, ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა მუდმივად პროგრესირებს, განიცდის მუდმივ წინსვლას
ჩვენს ქვეყანას შეუძლია, გამორჩეულად იამაყოს ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურებით, როგორც პროფესიონალიზმის, ასევე კეთილსინდისიერების კუთხით და ის კვლევა, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა არის კიდევ ერთი დასტური ამისა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კანონის უზენაესობის ინდექსში, სამართალდამცავი სისტემის არაკორუმპირებული მმართველობით, საქართველოს ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვედრას და მსოფლიოში 22-ე ადგილის დაკავებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სადაც ქვეყნდება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული შეფასებები, საქართველო ყველგან არის ლიდერი და მოწინავე.
„ჩვენს ქვეყანას შეუძლია, გამორჩეულად იამაყოს ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურებით, როგორც პროფესიონალიზმის, ასევე კეთილსინდისიერების კუთხით და ის კვლევა, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა არის კიდევ ერთი დასტური ამისა. საქართველო არის მოწინავე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორისაც კი, მე-16 ადგილი დაიკავა ჩვენმა ქვეყანამ ამ მაჩვენებლით, ვუსწრებთ უკლებლივ ყველა კანდიდატ ქვეყანას. სადაც ქვეყნდება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული შეფასებები, საქართველო ყველგან არის ლიდერი და მოწინავე. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა მუდმივად პროგრესირებს, განიცდის მუდმივ წინსვლას და სამართალდამცავი სტრუქტურების წინსვლაც არის ამის ერთ-ერთი ძალიან თვალსაჩინო გამოხატულება“, - განაცხადა პრემიერმა.











