„ინბოქსი ალესანდროს ფოტოებით გამევსო, გავგიჟდი, ხალხო, ვინ არის ეს კაცი-მეთქი?“ - რა უთხრა ამ მსგავსებაზე გოდერძი შარაშიას ალესანდრო კარუზომ

godzerdzi

გოდერძი შარაშია ალესანდრო კარუზოსთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს წარწერით - "ვგავართ?" კომენტარებს თუ ჩაუყვებით, ბევრიც ხუმრობს, ბევრიც - ტელეჟურნალისტს იტალიელ ტიკ ტოკერს ამსგავსებს.

გოდერძი "პრაიმტაიმთან" სიცილით იხსენებს დროს, როცა არაფერი სმენოდა კარუზოს შესახებ, მესენჯერში კი, მის ვიდეოებს და ფოტოებს უყრიდნენ. 

გოდერძი შარაშია: - ალესანდრო ტიკ ტიკზე რომ გამოჩნდა და აქ პოპულარული გახდა, მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი მის შესახებ, ინბოქსი კი ამ კაცის ფოტოებით გამევსო. გავგიჟდი, ვერ მივხვდი, რატომ მიგზავნიდნენ მის ფოტოებს და ვიდეოებს და ხალხო, რა ხდება, ვინ არის-მეთქი, ვკითხულობდი. მერე ჩემმა ცოლმაც ჩამიგდო ფოტო, ნახე, როგორ ჰგავხარო. რახან ასეთი დაინტერესება იყო, მისი ერთ-ერთი ფოტო ავტვირთე ფეისბუქზე და დღემდე არავინ იცის, რომ იმ ფოტოზე მე არ ვარ. 

ალესანდრო გავიცანი. პოზიტიური ადამიანია, თბილი და მომღიმარი. მანაც მითხრა, მგავხარო. ფოტო გადავიღეთ და რომ დახედა, ყველაზე მეტად ჩვენ ვგავართ ერთანეთსო, მითხრა. რა კომენტარებია ატეხილი კი ხედავთ. ასე დაიწყო ეს ამბავი. დანარჩენი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ნახეთ.