1733256870
„გიჟივით ავვარდი სახლში! გარდაცვლილი ისე საცოდავად იწვა საწოლში... ბოლო ფოტო გადავუღე...“ - ზაზა კოლელიშვილი ლიკა ქავჟარაძეზე
ოქტომბერი ლიკა ქავჟარაძის დაბადების და გარდაცვალების თვეა. მსახიობის დაბადების დღეს, 26 ოქტომბერს, ზაზა კოლელიშვილმა "პრაიმტაიმს" ემოციური და მოგონებებით სავსე ინტერვიუ მისცა. მან მეგობრის უკანასკნელ დღეებზე ისაუბრა.
ლიკა ახალი ფილმისთვის ემზადებოდა. ზაზას ჰოლივუდური ფილმის რიმეიქის გადაღება სთხოვა, ზაზას ცოლს, ნათია გოგოჭურს კი - სცენარზე მუშაობა. წინა დღეს ფილმზე ისაუბრეს, გეგმები დასახეს და... ლიკამ თავის გემრიელ წვნიანზე დაპატიჟა მეგობარი... 2017 წლის 11 ოქტომბერს, 57 წლის ლიკა, საწოლში გარდაცვლილი სწორედ ზაზამ იპოვა...
ზაზა კოლელიშვილი: მისი გარდაცვალება მოულოდნელი იყო. გეგმები ჰქონდა, ერთად უნდა გვემუშავა. წინა დღეს ვნახე, დენი დევიტოს "როუზების ოჯახის" თარგმნილი სცენარი ჰქონდა, უნდოდა ქართული ვერსია გადაგვეღო. ჩემ ცოლს თხოვა, წაიკითხე, გადავაკეთოთ, იქნებ მე და ზაზამ ვითამაშოთ და ზაზამ გადაიღოსო.
მეორე დღეს მასთან სახლში უნდა მივსულიყავი. კარგ ბორშჩს ვაკეთებ, ერთად ვისადილოთ და თან ვილაპარაკოთო, მითხრა.
იმ დღეს, ოთხშაბათს, საკრებულოში მიღების დღე მქონდა და საღამოს, მის სახლთან რომ მივედი, მანქანაში მჯდომ ჩემს შვილს ვუთხარი, ლიკა მელოდება, უნდა ავიდე-მეთქი. ჩემმა გოგომ მითხრა, მამა, დამალვას აზრი აღარ აქვს, ვეღარ გელოდება, გარდაიცვალაო! გიჟივით ავვარდი! პოლიციის მისვლამდე შევედი სახლში. საჭმლის მომზადების დროს შეწოლილა საწოლში. ეტყობა, გულმა უმტყუნა. გასახდომ აბებს სვამდა. ალბათ, რაღაც დაერღვა ორგანიზმში. ისე საცოდავად იწვა საწოლში... უკანასკნელი კადრი გადავუღე, მაგრამ დავკარე ის ფოტო.
ინტერვიუს სრულად წაკითხვა შეგიძლია აქ დაკლიკვით.