"იმსახურებს და ამიტომაც" - როგორ ულოცავს არჩილ სოლოღაშვილი მეუღლეს დაბადების დღეს

აჩი სოლოღაშვილი

ტელეწამყვანი არჩილ სოლოღაშვილის მეუღლე, ასევე ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე იუბილარია. ტელესახე მეორე ნახევარს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ულოცავს:

„ჩემი ცუცას დღეობაა დღეს. იმსახურებს და ამიტომაც ყველაზე ბედნიერი უნდა იყოს მთელი ცხოვრება. ყველაფერში საუკეთესო ხარ და მეამაყები“, - წერს სოლოღაშვილი.

შეგახსენებთ, გასულ წელს, 8-წლიანი ლოდინის შემდეგ წყვილს პირველი შვილი შეეძინა. პატარას ალექსანდრე დაარქვეს.