„იმედი უნდა გაგიცრუოთ...“ - რას ამბობს თამრი ხურცილავა  „სუხიშვილების დიეტაზე"

თამრი ხურცილავა

გუგლის საძიებო სისტემაში არსებობს სუხიშვილების ძველი და ახალი, თანამედროვე დიეტები. საზოგადოების ნაწილი ამას იყენებს და სჯერათ, რომ ეს მართლაც მოცეკვავეების დიეტაა. არავინ იცის, რატომაა ეს ქართულ ნაციონალურ ბალეტთან ასოცირებული, რადგან მოცეკვავეების თქმით, მითია.

„პრაიმტაიმს“ ამ თემაზე „პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილე, მსახიობი და „სუხიშვილების“ მოცეკვავე თამრი ხურცილავა ესაუბრა.

იმედი უნდა გაგიცრუოთ, რადგან სუხიშვილების დიეტა არ არსებობს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს მითია. ჩვენთან დიეტაზე არავინ არის, ფორმების შენარჩუნება თავისთავად ხდება, რადგან ისეთი რეჟიმი გვაქვს, ძალაუნებურად ყველანი ფორმაში ვართ.

უბრალოდ ვცდილობთ, რომ შეძლებისდაგვარად,  ჯანსაღი საკვები მივიღოთ. აკრძალული არაფერი გვაქვს... ამ თემაზე ჩვენც ვხალისობთ და ვამბობთ, აბა გავიგოთ, რა არის ეს სუხიშვილების დიეტა... არ ვიცი, საიდან გავრცელდა და არ არსებობს. ჩვენი დიეტა არის ბევრი ვარჯიში აქტიურად ყოფნა, ბევრი საქმის ერთდროულად მოსწრება... ეს ყველაფერი კი ფორმაში გვაყენებს.“ - გვითხრა მოცეკვავემ.