„ფრენბურთელი ვარ, უმაღლესი ლიგის მოთამაშე...“ - გაიცანით „პრაიმ ჰაუსის“ ახალი მონაწილე, დეა ხეირაბადი

დეა ბაადი

„პრაიმ ჰაუსს“ ორი ახალი მონაწილე ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი სოციალურ ქსელებში თამამი კონტენტით ცნობილი და გამორჩეული დეა ბაადია. 

როგორც თავად ამბობს, სატელევიზიო სივრცე მისთვის ახალი გამოწვევაა და სურს, მაყურებელმა ყველაფერი ობიექტურად შეაფასოს.

„დაახლოებით, 2 წელია, რაც სოციალურ ქსელებში ვარ აქტიური. ფრენბურთელი ვარ, უმაღლესი ლიგის მოთამაშე, ტატუ მასტერი და ცოტა მუსიკოსიც. მუსიკალური მაქვს დამთავრებული და ტექნო მუსიკის მოყვარული ვარ.

ასე თუ ისე, ჩემი აუდიტორია მყავს, მაგრამ ეს მხოლოდ „ტიკ-ტოკია“. სატელევიზიო გადაცემებში პირველად ვარ. ძალიან მინდა, რომ მაყურებელმა სწორად დაინახოს ჩემი ზოგიერთი საქციელი. ვფიქრობ, ყველაფერი თავისით გამოჩნდება.“ - ამბობს პროექტის მონაწილე.