VIDEO: აუტსაიდერებს ემოციების მოთოკვა უჭირთ - ნახეთ, რა ხდება „პრაიმ ჰაუსში“

ჰაუს

„პრაიმ ჰაუსში“ ვნებათაღელვა იმატებს. მას შემდეგ, რაც გოგა ჯაბაურის გადაწყვეტილებით, აუტსაიდერების სკამზე გიორგი და გურამი კოსტას წინააღმდეგ აღმოჩნდნენ, მათი დაძაბულობა მაყურებელსაც გადაედო.

ცნობილია, რომ გურამსა და გიორგის მხარდამჭერები ერთ აუდიტორიას წარმოადგენენ და ეს ორი მონაწილე პრობლემას სწორედ ამაში ხედავს. გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, გოგას გეგმას გიორგი მეტრეველი შეეწიროს.

აუტსაიდერებს ემოციების მოთოკვა უჭირთ, მცირე დაპირისპირება „შუადღეშიც“ კი მოუვიდათ.

ნახეთ კადრები ↓