ფოტოები: როგორ გამოიყურება ბიონსესა და ჯეიზის 88 მილიონიანი ვილა ლოს-ანჯელესში

ბიონსე და ჯეიზი

ლოს-ანჯელესში მდებარე 88 მილიონი დოლარის ღირებულების უზარმაზარი სახლი ბიონსესა და ჯეიზის საყვარელი ადგილია. 

ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა წყვილმა საოცნებო სახლს 2017 წელს მიაკვლია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ ლოს-ანჯელესის ცენტრში განთავსებული ვილა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებითაა დაცული - აღჭურვილია ტყვიაგაუმტარი ფანჯრებით. ჯეიზიმ და ბიონსემ მისი მოწყობისას უპირატესობა ე.წ. ჭკვიანი ტექნიკის გამოყენებას მიანიჭეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლი დისტანციურად კონტროლირებადი მოწყობილობებითაა სავსე. მათი მართვა სმარტფონის საშუალებითაა შესაძლებელი. 

კიბეები ეგზოტიკური ხისგან, ხოლო ავეჯი ყავისფერი ტყავისგანაა დამზადებული. ბინაში განთავსებულია 8 საძინებელი, 11 სველი წერტილი, 15 ავტოფარეხი, სპა და ფიტნესცენტრები, 4 აუზი, ვერტმფრენისა და კალათბურთის მოედნები. 

„ჩემთვის აუცილებელი პირობაა, რომ ადგილი, სადაც დასვენების დღეებს ვატარებ, მაქსიმალურად კომფორტული და ჩემს საჭიროებებზე მორგებული იყოს",- აღნიშნა ბიონსემ.