ექსკლუზივი: დავით კოდუამ კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ მოდელისა და დედამისის დაპირისპირებაზე
1764618901
ფოტო მოდელ ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას წყვილის გარშემო ინტერესი არ წყდება. წყვილი ერთმანეთს ცოტა ხნის წინ დაშორდა და ამის შესახებ გამომწერებს თავად ალექსანდრამ აცნობა. გუშინ კი მოდელმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ დავით კოდუას დედამ, ის და მისი შვილი სახლიდან გააგდო. თუმცა, დავით კოდუას დედამ, ლაურა ღაჭავამ "პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში, განაცხადა, რომ აღნიშნული მისი სახლი იყო და არავინ გაუგდია.
მოდელმა ურთიერთობიდან გასვლა დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, რადგან, როგორც თავად ამბობს, ტოქსიკური გარემო მასზე და მის გოგონაზე ძალიან მოქმედებდა. მას მერე , რაც სახლიდან წასვლა მოსთხოვეს, ბინა ორ დღეში დაცალა, საცხოვრებლად ნაქირავებში გადავიდა და ახლა ეძებს სახლს, სადაც ორ შვილთან ერთად ბედნიერად იცხოვრებს.
ალექსანდრა პაიჭაძე და დავით კოდუა ერთად რამდენიმე წელი იყვნენ, მათ პატარა ქალიშვილი ვიქტორია ჰყავთ. დავით კოდუა უმშვენიერეს მოდელზე უზომოდ იყო შეყვარებული და მას ხშირად ანებივრებდა სიურპრიზებით. რამდენიმე თვის წინ, ბუდაპეშტშიც იმყოფებოდნენ სტუმრად, სადაც დავით კოდუას ძმის, ერეკლე კოდუას ახლანდელი შეყვარებულის კატია დიდას რესტორანი მოინახულეს.
“პრაიმ ტაიმი” ალექსანდრა პაიჭაძეს დაუკავშირდა.
- მე ყველაფერი ვცადე ამ ურთიერთობის გადასარჩენად, მაგრამ როდესაც ქალს გულს გაუტეხ, ძნელია მისი გამთელება. დეტალებში არ შევალ, რადგან ძალიან პირადულია და ეს მხოლოდ ორ ადამიანს ეხება. ჩვენი ურთიერთობის დასრულების მიზეზი არ ყოფილა ის, რომ ერთმანეთი მოგვბეზრდა. ეს იყო იმედგაცრუებული ქალის გადაწყვეტილება. რომელიც დროში იმიტომ გაიწელა, რომ დათოს არ უნდოდა წერტილის დასმა და არც ახლა აქვს ურთიერთობის დასრულების სურვილი. მე მას მართლა გვერდით ვედექი და ხარჯებსაც ვუმსუბუქებდი. მაქსიმალურად ვეხმარებოდი ყველაფერში და ერთგული ვიყავი. ამ ურთიერთობიდან ახლა მხოლოდ იმედგაცრუება და გულის ტკივილი დამრჩა.
მთავარია, მე ჩემს თავთან და დათოსთანაც სუფთა ვარ, დანარჩენები რას ფიქრობენ, არ მაინტერესებს. იმედია, ის იპოვის სულიერ სიმშვიდეს და ისწავლის თავის თავის ფასს. მე მხოლოდ ასეთი მამა მსურდა და მსურს მომავალშიც ჩემი შვილისთვის.
- ალექსანდრა, ლაურა ღაჭავამ “პრაიმ ტაიმთან” განაცხადა, მე ბინიდან არავინ არ გამიგდიაო...
- მესამე პირის მეშვეობით შემომითვალა ბინა დატოვეთო და შემდეგ ტელეფონშიც პირადად მითხრა იგივე. ზუსტად ორ დღეში დავტოვეთ ბინა და ნაქირავებში გადავედით საცხოვრებლად. განვაგრძობ ახალი ბინის მოძებნას, სადაც ბედნიერად ვიცხოვრებ ჩემს შვილებთან ერთად.