„ჩემი მენტალური ასაკი, ჩემს ბიოლოგიურ ასაკს არ შეეფერება... ცუდი უნდა დაივიწყოთ და არ დაბერდებით“ - ნახეთ, სად აღნიშნავს ბასა ფოცხიშვილი დაბადების დღეს

basa

ბასა ფოცხიშვილი იუბილარია. რეჟისორი ვენაშია და მეგობრებთან ერთად აღნიშნავს ამ დღეს.

"პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ მენტალურად 24 წლისაა და ასაკის მატებას არანაირად არ გრძნობს.

ბასა ფოცხიშვილი: 1 დეკემბერს ბავშვობიდან უცხოეთში დავდიოდი. მამა მიკეთებდა ასეთ საჩუქარს, რომ დაბადების დღეზე სადმე უნდა წავსულიყავი და რამე ახალი მენახა. ამ წუთსაც ვენაში ვარ მეგობრებთან ერთად. ჩემი თავისთვის საჩუქრებს ვყიდულობდი... რამე ძალიან ლამაზი უნდა ვიყიდო.

სულ ემთხვევა, რომ ვმუშაობ ამ დღეს. შარშან ბერლინში ვიყავი. ფანტასტიკური დაბადების დღე მქონდა, მონტე-კარლოში. ვმუშაობდი, მაგრად ჩავატარე და მერე დაიწყო ჩემი დაბადების დღე... 

ახლა ყველანი კლუბში მივდივართ!

თბილისში რომ ჩამოვალ, ლამაზად მინდა მოვაწყო გარემო და ყველას დავუძახებ. პირველი დაბადების დღეა, რომ არ ვმუშაობ, თუ არ ჩავთვლით - კოვიდის პერიოდს. არის პერიოდები, მეზარება ხოლმე დაბადების დღის გადახდა.

ასაკს ვერ ვგრძნობ. ჩემი მენტალური ასაკი ჩემს ბიოლოგიურ ასაკს არ შეეფერება. აი, თუნდაც იმით, რომ დღეს ექსტრაორდინალურ კლუბში მივდივარ. შინაგანად? ალბათ, 24 წლის ვარ.

შინაგან განწყობას და ახალგაზრდობას სიახლეებისკენ სწრაფვა გვინარჩუნებს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, კეთილგანწყობილი უნდა იყო და არასდროს დაბერდებით. აქ ფიზიკური დაბერება არ იგულისხმება. ცუდი უნდა დაივიწყოთ და არ დაბერდებით. მე მგონი, მეც ამიტომ ვარ შინაგანად ახალგაზრდა. ცუდი მავიწყდება.

რაც არასდროს გისწავლიათ, ის ისწავლეთ. მე ახლა ფრანგულს ვსწავლობ. ასე, უბრალოდ. ერთი-ორჯერ მითხრეს, სირცხვილია, რომ შენ ფრანგული არ იცოდეო და დავიწყე ფრანგულის სწავლა. სირცხვილი რატომ არის, არ ვიცი. წესით უნდა იცოდეო. მოკლედ, ვსწავლობ.

ყველაზე მეტად იტალია მიყვარს. დედის მხარეა. ნახევრად იტალიელი ვარ. იტალიელის რა მაქვს და - სილამაზე, სილამაზისადმი ლტოლვა, ჩაცმა, სიცოცხლის სიყვარული, მზის სიყვარული, ხმაურიანობა. ცოტათი ქარაფშუტობა. თუმცა ქარაფშუტობა ქართულიც არის. გამოდის, რომ ქარაფშუტობა ორივე მხრიდან მაქვს. მიყვარს სილამაზე, დახვეწილობა. ცუდი ამინდი, მოწყენილობა და მოსაწყენი რაღაცები არ მიყვარს... 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ვატყობდი, რომ ემოციებისგან თავს მაქსიმალურად იკავებდა. სახლში მისულს მხოლოდ ეს დაცდა...“ - ლენუკა მამის ვარსკვლავის გახსნაზე გვიყვება

„მაწვნის ნიღაბს გასწავლით“ - კირა ანდრონიკაშვილი სილამაზის საიდუმლოებებს გვიმხელს

„ალი ავარდა! ასეთი სასწაული ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა! ჯერ თვითონაც ვერ გავრკვეულვარ, ეს რა იყო...“ - რა შეემთხვა ტარიელ ხარხელაურს ბაგრატის ტაძარში