nutsa

1749499270

„არცერთი ჩვენგანი არ მოელოდა იმას, რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ“ - რა სიტყვები მოჰყვა ნუცას ხელის თხოვნას

55 წლის დარენ ფრინსმა ნუცა ბუზალაძეს ხელი სთხოვა. დარენი ნუცას მუსიკალური აგენტია. ყურებამდე შეყვარებული ცნობილი აგენტი თავის პოსტში მადლობას უხდის ნუცას, რომ ხელის თხოვნაზე დადებითად უპასუხა.დარენ ფრინსი: როგორც ამბობენ, "ღმერთი იცინის, სანამ ჩვენ გეგმებს ვაწყობთ". ნუცა ბუზალაძეს 2 1/2 წინ შევხვდი და დავიწყე მასთან მუშაობა; ეს იყო americanidol-ის ფინალში მისი საოცარი შესრულების შემდეგ. ჩვენ მაშინვე დავუკავშირდით ერთმანეთს ჩვენი ღვთის სიყვარულით, ჩვენ-ჩვენი სულიერი ცხოვრების წესით და საუკეთესო მეგობრები გავხდით. ერთმანეთს ძალიან ბევრ რამეს ვუზიარებდით ჩვენი პირადი ცხოვრების შესახებ.წელს, როდესაც შენ გადაწყვიტე ლოს-ანჯელესში კარიერის გასაგრძელებლად გადმოსვლა, არცერთი ჩვენგანი არ მოელოდა იმას, რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ. ორივე ჩვენ-ჩვენი პიროვნული განვითარების რუტინით ვიყავით გართული და შენ ჩემიც დაამატე შენსას. სწორედ მაშინ დაიწყო ჩვენს შორის პასუხისმგებლობისა და სიყვარულის სიხშირის ნელ-ნელა ამოქმედება.შენ უზარმაზარი გული და თავდაუზოგავი შრომის ეთიკა გაქვს, ყოველთვის ბედნიერი და ერთგული ხარ. გადამდები ენერგიით ანათებ ყველა ოთახს, რომელშიც კი შედიხარ. მაიძულებ, ყველანაირად უკეთესი ვიყო და ჩემთვის, შენს გვერდით ყოფნა, როგორც შენი დამცველისა და პროფესიული ხელმძღვანელისა, პრივილეგიაა.მადლობა, რომ თქვი - კი 💍ძალიან მოუთმენლად ველი ჩვენს მომავალს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მე ისევ შენი აგენტი ვარ. სუპერვარსკვლავო! მოუთმენლად ველი, კიდევ როდის შთააგონებ მსოფლიოს უამრავ ქალს არა მხოლოდ შენი განსაცვიფრებელი ნიჭით, არამედ ღრმა შინაგანი მაკურნებელი მოქმედებით. როგორც ჩვენ ახლა ვიცით, სწორედ მაშინ შეიძენს ცხოვრება ახალ აზრს და ყველაფერი, რაც შენთვის იყო განკუთვნილი, შენს გზაზე მოვა. მიყვარხარ.

gio

1749495414

"ავდექით და ვიქორწინეთ" - რას ამბობს ცოლზე გიორგი ფერაძე

გიორგი ფერაძე უმცროსმა იქორწინა. მისი რჩეული ქსენია ბეზუგლოვაა. ხელი ქსენიას ერთი წლის წინ სთხოვა. ერთად ცხოვრება კი წყვილმა ახლა გადაწყვიტა."ავდექით და ვიქორწინეთ" - ასე "სთორავს" მსახიობი და ქორწინების ამსახველ ბეჭდებიან ფოტოს.ქსენია ბეზუგლოვა ფეისბუქით პირველად შარშან გააცნო საზოგადოებას, როდესაც პრემიერა ითამაშა. დონ კიხოტის როლში მყოფმა ფერაძემ, ერთი წლის წინ, ამგვარი ტექსტი წარუმძღვარა ფოტოს."რომ არა ჩემი დულსინია, ჩემს თვალებში ასეთი სხივი არ იქნებოდა..." საყვარელ ქალს ხელი შარშან ივლისში სთხოვა. "მან თქვა - კი! მიყვარხარ!ბოლო მომენტამდე ყველაფერი საიდუმლოდ იყო შენახული. და ეს მოხდა კინოფესტივალის დასკვნით საღამოზე. მან არ იცოდა, არ ელოდა, ვერ ხვდებოდა, თუმცა შინაგანად მზად იყო, ისევე, როგორც მე!ჩვენი პირველი შეხვედრის დღიდან მე ზუსტად ვიცოდი, რომ ის სწორედ ის იქნებოდა, ვისაც ხელს ვთხოვდი. მადლობა ყველას, ვინც გვერდით გვყავდა... მადლობა შენ (გია მიმართავს საქორწინო ბეჭდის იუველირს) იმ შედევრისთვის, რომელსაც ქსენია საერთოდ აღარ იხსნის" - წერდა გიორგი ფეისბუქზე.ქართველი არტისტის - გია ფერაძის უმცროსი ვაჟი რუსეთში ცხოვრობს. ის გაჭრილი ვაშლივით ჰგავს გარდაცვლილ მამას, რომელიც ერთხელ ჰყავს ნანახი, ხუთი წლის ასაკში, ციხეში...ქსენიასთვის ეს მეორე ქორწინებაა. მას სამი შვილი ჰყავს.განაგრძეთ კითხვა...

nametia

1749150839

"სამშობლოს მონატრებით საფრანგეთში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტების ძვლები მოაგროვა და დაკრძალა..." - სცენაზე გაცოცხლებული "ლევილის დედა"

"ლევილის დედა" ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე მეშვიდედ გათამაშდა... მაყურებელი - ცოტა, ემოცია - ზღვა... გული დამწყდა... ამ კონტექსტის სპექტაკლი დიდ დარბაზში და ანშლაგით უნდა მიმდინარეობდეს. რა კონტექსტის? გმირი, პატრიოტი ქართველების ისტორიების. იძულებით მოწყვეტა ფესვებს და მშობლების საფლავის მიწით ცხოვრება თუ გაძლება უცხო მიწაზე. ზუსტად იმ კონტექსტის, რამაც დღემდე ჩვენი იდენტობით მოგვიყვანა. "ამბავი ნამეტია ბერძენიშვილის და ვალოდია გოგუაძის ცხოვრებისა" - ასე ჰქვია პიესას, რომლის ავტორიც 88 წლის ნანა კაკაბაძე გახლავთ. ნანა ნამეტია ბერძენიშვილის ძმის შვილიშვილია.და ვინ იყვნენ ნამეტია და ვალოდია?გურიის სოფელ შუა ფარცხმაში ღარიბი გლეხის ოჯახში მეცხრე შვილად დაბადებულ გოგონას ასეთი უცნაური სახელი შერჩა - ნამეტია. ისე ივლიტა დაარქვეს.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც ცოლად გაჰყვა ვლადიმერ გოგუაძეს, მალე სწავლა მიატოვა და ქმართან ერთად იბრძოდა სახალხო გვარდიის ჯავშნოსან მატარებელზე.1921 წელს სტამბოლში ჩააკითხა დაჭრილ მეუღლეს. 1923 წელს რუმინეთ-პოლონეთის გავლით წყვილი პარიზში ჩავიდა და თავი ლევილის მამულს შეაფარა. ნალია აუგიათ გურულ ყაიდაზე, მოჰყავდათ სიმინდი, ამზადებდნენ ყველსა და თაფლს, აყენებდნენ ღვინოს. და ამ ყველაფერში სამშობლოს გემოს ატანდნენ.ნამეტია ბერძენიშვილის ინიციატივით შეგროვდა თანხა, რომლითაც შეიძინეს მიწა და სადაც ლევილის ქართული სასაფლაო განთავსდა. პარიზიდან 26 კილომეტრზე – სულ 130 ათას ფრანკად. მანამდე, პარიზსა და მის ახლომახლოდ მცხოვრები ქართველები, სულ სხვადასხვა ადგილას იკრძალებოდნენ. ადგილობრივმა კომუნამ ემიგრანტ ქართველებს ლევილს გარეთ მცხოვრები ქართველების დასაფლავების ნებაც დართო. სწორედ ამ ღვაწლის გამო ნამეტიას "ლევილის დედა" შეარქვეს.ჭანჭათელი (ლანჩხუთის რაიონი) ვლადიმერ გოგუაძე ოდესის უნტეროფიცერთა სამხედრო სკოლაში სწავლობდა. 1910-1916 წლებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სახელით გურიაში მოქმედ წითელრაზმელებს ებრძოდა; 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯავსნოსანი მატარებლის უფროსი იყო; 1918 წელს აქტიურად მონაწილეობდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლებში, საქართველო-სომხეთის ომში; 1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მე–11 წითელი არმიის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში; ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ცხოვრობდა თურქეთში; იქ ჩააკითხა მეუღლემ და 1923 წლიდან უკვე ერთად  მოღვაწეობდნენ საფრანგეთში; ვალოდია თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან; 1963 წელს პარიზში გამოიცა მისი "მოგონებანი"; არის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ქართული პოლიტიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი.წყვილს შვილი არ ჰყოლია. ისტორიულ-დოკუმენტური დრამის რეჟისორი პიესის ავტორის, ნანა კაკაბაძის ქალიშვილი - რუსუდან კობიაშვილი გახლავთ. რეჟისორმა სახელოვანი წინაპრების ხსოვნას ძეგლი ამ სპექტაკლით დაუდგა.ნამეტიას და მისი ძმისშვილის - ზინობიას როლებს (სხვადასხვა ასაკში) ქეთი ქიტიაშვილი ასრულებს.ძალზე ორგანულად და ერთი შეხედვით სადად, თუმცა იმ ემოციით დატვირთული, მთელი ამ ისტორიის გათვალისწინებას რომ უნდა ახლდეს და ამ ქალების ბიოგრაფიას სარჩულად ედებოდეს.  გულის ამაჩუყებელია ისიც, რომ ვალოდიას როლს მისი ძმის შთამომავალი - მსახიობი რატი გოგუაძე ასრულებს.ზინობიას შვილის, ნანა კაკაბაძის როლს - ბავშვობის ასაკში ნია ტოგონიძე, ხოლო "ასაკში" ნინო ანდრიაძე ასრულებენ. მეორე შვილის ნამცოს როლშია ელენე დარჩია. ელენეც მეორე როლს ასრულებს სპექტაკლში. ის ახალგაზრდა ზინობიას როლშიც გვევლინება. ქეთი ქიტიაშვილი "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ამ სპექტაკლის თამაშის შემდეგ დაცლილობის შეგრძნება აქვს. ემოციურად მთლიანად დახარჯულს, შემდეგ, რესურსის აღსადგენად დრო სჭირდება ხოლმე.ქეთი ქიტიაშვილი: ამ სპექტაკლის რეპეტიციები იმ დროს გვქონდა, როდესაც ქუჩაში დიდი ვნებათაღელვა ატყდა. ამ მოვლენებმა ყველას გულსა და ტვინში გაიარა. მერე ჩვენც გავჩერდით ისევე, როგორც ყველა თეატრი. წარმოიდგინეთ, ამ ყველაფრის პარალელურად ეს ტექსტები, ამ რეალური პერსონაჟების გაცოცხლება როგორ მოქმედებდა ჩვენზე. ეს მხატვრულ-ლიტერატურული სპექტაკლია, მხოლოდ ნამდვილ ფაქტებზე დაყრდნობილი, არაფერი მიგვიმატებია, ზუსტ ფაქტებზეა აგებული. მასში არაფერია უტრირებული. ეს არის მიმოწერებზე, წერილებზე დაყრდნობით დაწერილი პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი. მაგალითად, დაკითხვის სცენა - სრულად ნატურალურად არის გადმოცემული... რუსუდან კობიაშვილს დიდი ხანია ვიცნობ. ის კარგი მსახიობია. მოგვიანებით სარეჟისორო ფაკულტეტი დაასრულა. მასთან წინა სეზონში, ძალიან საინტერესო სპექტაკლზე ვიმუშავე. ნინია სადღობელაშვილის პიესა "საქმე" რუსუდანმა ილიაუნის სცენაზე დადგა. შემდეგ, გასულ ზაფხულს დამირეკა და მითხრა, დედაჩემმა დაწერა პიესა, რომლითაც მინდა შთამომავლის ვალი მოვიხადო და დიდ ბებიას სპექტაკლით ძეგლი დავუდგაო.და მომიყვა ნამეტიას და ვალოდიას ისტორია...კინაღამ გავგიჟდი.ავფორიაქდი...გული ამიჩუყდა...წამაკითხა უკანასკნელი ინტერვიუ ნამეტიასთან, მომასმენინა მისი ხმა. ამ ყველაფერმა შთაბეჭდილების ქვეშ მომაქცია. ქალბატონი ნანა, რუსუდანის დედა, 86 წლისაა. ის 1988 წელს ნამეტიას 40-ზე იყო ლევილში ჩასული. იქიდან წამოიღო წერილები, სამოსი, ფოტოები... რის მიხედვითაც დაწერა პიესა... ამდენად "ლევილის დედა"-ში ყველაფერი რეალურია.თავიდან ისე იყო განსაზღვრული, რომ მე მხოლოდ ნამეტიას როლი უნდა შემესრულებინა. თუმცა, მერე რეჟისორმა მითხრა, ზინობიაც შენ უნდა ითამაშოო. ცივ უარზე ვიყავი, ასეთ ტვირთს ვერ ავიკიდებ-მეთქი. მითხრა, რომ ძალიან ჰგავდა ზინობია მამიდასს, ნამეტიას, როგორც ფიზიკურად, ასევე ზოგადად. ქეთი, შეეგუე იმას, რომ ახალგაზრდობიდან სიბერემდე ამ ორ ქალს შენ ითამაშებო. დამეცა თავზარი. ვერაფრით გადავარწმუნე. დამამშვიდა - არ გადაგჩეხავ, ამაზე არ ინერვიულოო.პროცესში ჩავერთე და... იძულებული გავხდი როლებში გავახალგაზრდავებულიყავი. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, როცა მსახიობი ფორმაშია და აქვს მზაობა, ის მოცემულ ამოცანას აუცილებლად დაძლევს. მე მაინც ეჭვით ვუყურებ ჩემ თავს, თუმცა ამბობენ, რომ გამოვიდა.როლის გასაღები? იცით, რამ მომცა... ჩვენ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის შიში მუდმივად მოგვყვება. მეოცე საუკუნის ბოლოსაც და ოცდამეერთეშიც გამოვიარეთ ორი ომი, ორჯერ დავკარგეთ საკმაოდ დიდი ტერიტორია. სულ გვემუქრება და ეს სულ თავში გვაქვს ჩაბეჭდილი. აი, ეს იყო ჩემი გასაღები, ძირითადი ფიქრი. და თუ როგორ შევასრულე, ეს მაყურებელმა განსაჯოს. მე ამ მოცემულობამ მათამაშა. მინდოდა გვერდზე დავდგომოდი ადამიანს, ვისი წინაპრებიც უნდა გაცოცხლებულიყვნენ. თუმცა, ნამეტია და ვალოდია მხოლოდ რუსიკოს წინაპრები არ არიან, ისინი ჩვენი წინაპრებიც არიან.ამ წყვილს ასეთი ღვაწლი მიუძღვის თავისი ქვეყნის შვილების წინაშე - ლევილის სასაფლაო მათი გაკეთებულია. თავად არაფრის მქონენი ძალიან გამცემი ადამიანები იყვნენ. საკუთარი შვილი არ ჰყავდათ და სულ სხვებზე ზრუნავდნენ, ცოცხლებზეც და მიცვალებულებზეც.არ ვიცი, ეს ლეგენდაა თუ რეალობა, თითქოს საფრანგეთის მთავრობამ, რომელთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა ნამეტიას, იქ მცხოვრებ ებრაელებზე სთხოვა, ქართველებად დაეწერა ისინიც. ნამეტიამ და ვალოდიამ ქართველებად გააფორმეს და შეიფარეს ებრაელები. ეს ქალი დაჭრილებს უვლიდა. ნებისმიერ მნიშვნელოვან მოვლენაში მონაწილეობდა. ნამდვილი პატრიოტები და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე დიდი პიროვნებები იყვნენ. სპექტაკლში ნამეტიას წერილების კითხვისას ძლივს ვიკავებ თავს, რომ არ ვიღრიალო... აბა, როგორ უნდა გაუძლო ამ ფრაზას - "მე რუსს არ ვთხოვ ჩემს ქვეყანაში შეშვებას"!ნამეტია 97 წლის ასაკში გარდაიცვალა, ვალოდია - 74... ქალბატონი ნანა კაკაბაძე გენერალურ რეპეტიციაზე მოვიდა და მისი აზრის მოსასმენად რომ მივედი, ვერ ლაპარაკობდა. მასზე ძალიან იმოქმედა სპექტაკლმა. დედაჩემი, ზინობია და ჩემი ნამეტია გამიცოცხლეო, მითხრა. ლაპარაკის უნარი არ მაქვსო. ისე იმოქმედა, რომ შეგვეშინდა...შთამომავლისგან ეს ღირსეული საჩუქარია, ვფიქრობ და ამ ისტორიულ დრამაში მეც რომ ვმონაწილეობ, მადლობელი ვარ.ყველამ, მთელმა გუნდმა თავდადებით ვიმუშავეთ. სპექტაკლში ასევე თამაშობენ ლაშა გრძელიძე, ვახო ჩაჩანიძე. მხატვარი მაია სხირტლაძეა, რომელმაც არაჩვეულებრივი კოსტიუმები გააკეთა. რუდუნებით შექმნა და მოჰქონდა, ამოვარდებოდა შუა რეპეტიციაზეც, გვისწორებდა.სხვათა შორის, სპექტაკლში, ლევილში რომ ჩადის ნამეტია ბერეტით, ეს "ლუქი" მე ავიღე ნამეტიას ფოტოდან. მისი ვიზუალი, კოპლებიანი ბლუზა და ზოგადი იმიჯი მაქსიმალურად მივამსგავსე.ზაზა მარჯანიშვილის მუსიკა არშიასავით აქვს შემოვლებული სპექტაკლს. ის იმ რანგის მუსიკოსია, მაყურებელი რომ დაჰყავს ლაბირინთებში, გასაღებს აძლევს. მას როგორც კომპოზიტორს აქვს იმის უნარი, რომ მისი მუსიკა მართლაც არშიასავით შემოავლოს სპექტაკლს. აქვე ვახსენებ ნათია ბოშიშვილს - ტექნიკურ რეჟისორს, რომელმაც დიდი სიყვარულით იმუშავა. ყველამ დიდი სიყვარულით მიიღო და იმუშავა მასზე.ისეთი მგრძნობიარე თემაა, ალბათ რკინასაც ალღვობს. ქართული სასაფლაო რომ გაეკეთებინათ, ვალოდია და ნამო ყველაფერს აკეთებდნენ. ქონება არ გააჩნდათ, თუმცა არაფერს იშურებდნენ. მიწებთან დაკავშირებით შარლ დე გოლთანაც ჰქონდა შეხვედრა, პოულობდა მეცენატებს. სამშობლოს მონატრებით ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველების ძვლები მოაგროვა და დაფლა ლევილში. მსგავსად მადლიანი საქმე, რაც ამ ცოლ-ქმარს აქვს გაკეთებული, არ მსმენია. რუსიკოს ვეუბნები, ყველა იქ გაკეთებული სიკეთის მადლი შეგეწიოთ-მეთქი. სპექტაკლი რომ დასრულდება ასეთი განცდა გვეუფლება, რომ ვალს ვიხდით... კარგი გაგებით.ნამეტიას კუთხეში, ოზურგეთში ჩავედით ამ სპექტაკლით და არაჩვეულებრივი შეხვედრა მოგვიწყვეს. დარბაზი გადაჭედილი იყო. მოვიდნენ ბერძენიშვილები, გოგუაძეები. გულის ამაჩუყებელი საღამო იყო, სავსეები წამოვედით იქიდან. გვინდა "ლევილის დედა" ლევილში ჩავიტანოთ. ეს მხოლოდ სურვილია... რა კარგი იქნებოდა...აქვე მინდა ჩემი გულისტკივილი გითხრათ: მაყურებელი გასართობ სპექტაკლებზე უფრო მეტად დადის, ვიდრე შემეცნებითზე. ხალხმა დაივიწყა, რომ თეატრში გასართობად არ უნდა დადიოდეს. სამწუხაროდ, მოთხოვნა შოუზე და გართობაზეა.  როგორც წიგნის კითხვისას ახალი და შენთვის სასარგებლო უნდა შეიმეცნო, ასეა სპექტაკლზე მისვლაც. აქ კიდევ უფრო მძაფრად და მხატვრულად არის გადმოცემული ამბავი. თეატრმა ხმა უნდა მიაწვდინოს მაყურებელს. ეს სპექტაკლი კი მხატვრულად გადმოცემული ისტორიის გაკვეთილია. "ლევილის დედა" ერთხელ სკოლის აბონემენტზე ვითამაშეთ და ბავშვები არ იშლებოდნენ, არ მიდიოდნენ დარბაზიდან. იმედი მაქვს, მომავალ წელს ისევ ვითამაშებთ აბონემენტზე. არაჩვეულებრივად მიიღეს. კაპელდინერებმა გვითხრეს, ბავშვები კითხულობდნენ, ნამდვილად მოხდა ეს ისტორიაო. არ მიდიოდნენ... ჩემი 15 წლის დის შვილიშვილი მოვიდა. მითხრა, მომერიდა, მაგრამ მაინც ამეტირაო. მომავალ თაობას უნდა გავაგებინოთ, ვინ ვართ, როგორ მოვედით, ვინ არიან ჩვენი წინაპრები. ისედაც არავინ არაფერს კითხულობს, ლიტერატურა გვერდზე გადადეს. მხოლოდ შოუს უყურებენ. ამიტომ ჩვენ უნდა მივაწოდოთ, მოვუყვეთ და ვაჩვენოთ. 

kaxi

1749142977

„ხალხთან ურთიერთობა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. შინ ვერ გააჩერებდი. კორონავირუსი მოიტანა კიდეც...“ - კახი კავსაძე 90 წლის გახდებოდა

კახის რაინდული თვისებების ჩამოთვლისას, არტისტის სიყვარულის უსაზღვრო ნიჭზე ამახვილებენ ყურადღებას. დავფიქრდი, მართლაც რატომ უყვართ კახი ასე ძლიერად? თანაც ყველას განურჩევლად ასაკისა? იმიტომ რომ კახი სიყვარულს აფრქვევდა და მზეს გვიზიარებდა... ყველას ესაუბრებოდა და თანაც გულწრფელად...ბელასადმი სამაგალითო დამოკიდებულებით უკეთესები გაგვხადა, სიყვარული აფრქვია და წავიდა... კაცი-დღესასწაული იყო. უკვე ოთხი წელია უამდღესასწაულოდ ვართ.დღეს კახი კავსაძე 90 წლის გახდებოდა."პრაიმტაიმთან" არტისტს მისი დეიდაშვილი ცირა ხოშტარია იხსენებს. ბავშვობიდან მოყოლებული, მთელი ცხოვრება ერთად გამოიარეს. ჰოდა, სულაც არ იყო გასაკვირი, რომ მსახიობმა, როცა მარტო დარჩა, ცირას გარდა სხვა არავინ ისურვა, რომ მასზე ეზრუნა..."გამოვიდა ისე, რომ უკანასკნელი 15 წელი ვიცხოვრე მასთან. ისეთი ადამიანი იყო, რომ უცხოს სახლში ვერც აიტანდა. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო უმწეო გახდა. მახსოვრობა დაუსუსტდა. ვერ მივატოვებდი.კორონა მან მოიტანა სახლში. კახის სახლში ყოფნა ხომ არ შეეძლო. ვთხოვდი, ნუ დადიხარ, გადაგედება-მეთქი. ვერ გავაჩერე, ხალხთან ურთიერთობა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ვირუსი მოიტანა კიდეც და გადაგვედო მეც, მის მომვლელსაც, იმერის და მის ოჯახს. მე საავადმყოფოში დავწექი. მერე უფრო და უფრო გაურთულდა, გაურთულდა და... პატარაც არ იყო, თუმცა შეიძლებოდა კიდევ ეცოცხლა.მსგავსად სიყვარულის გამცემი ადამიანი, მე იშვიათად მეგულება. დედამისიც ასეთი იყო. კახისაც ბევრი ადამიანისთვის ჰქონდა სიკეთე გაკეთებული. ქუჩაში რომ ვეღარც დადიოდა უკვე, მაინც არ გაუშვებდა ბავშვს ისე, რომ არ მოფერებოდა. სახელს ეკითხებოდა, რას თამაშობო, გამოელაპარაკებოდა. ასეთი იყო.ჩვენს ოჯახში ყველასთვის მაგალითია კახი, ნამდვილად. იმერიზეც გიჟდებიან ჩემი შვილები და შვილიშვილი. მაგრამ კახი გამორჩეული იყო. ალბათ, სხვებისთვისაც ასეთად ჩანდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამხელა სიყვარული და პოპულარობა ისე არ მოვიდოდა მასთან."***ნანა ჯანელიძე: – კახი ყველას უყვარდა. არ მინახავს, სადმე მისულიყო და დიდი ფურორი არ მოეხდინა ადამიანურად, არტისტულად.მაინც მგონია, რომ დაუფასებელი იყო. გაცილებით მეტ ფილმში უნდა ყოფილიყო გადაღებული, ვიდრე არის. მის ნიჭს და ტალანტს გაცილებით მრავალი ჟანრის მოცვა შეეძლო.ფილმზე - „იქ თეატრი არის?“ მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ კახი მხოლოდ დიდი არტისტი არ არის. ის ერთდროულად დიდი ტრაგიკოსი და კომიკოსი იყო. მას აბსოლუტურად ყველაფერი ხელეწიფებოდა.საოცარი უნარი ჰქონდა იმ წუთში, იმ კონკრეტულ დუბლში თავისი პოტენციალის ათასი პროცენტი გაეცა.ქუჩაში რომ მივდიოდით, ყველა ეთაყვანებოდა. სურათებს იღებდნენ, აჩერებდნენ, ეფერებოდნენ…ყველას უჩერდებოდა და დიდ სითბოს და სიყვარულს უჩვენებდა. უყვებოდა ისტორიებს და თან ისე, ათასკაციან დარბაზში რომ ჰყვება არტისტი და იხარჯება. ასე იხარჯებოდა ნებისმიერი ადამიანის წინ, თუნდაც მოწყალების მთხოვნელის წინ, რომელიც ამ დროს იქვე იდგა...ასეთი გულუხვობით გასცემდა თავის ნიჭს, სითბოს და სიყვარულს. ამიტომ კახი სრულიად შეუდარებელი, წამლეკავი სიყვარულის და ღირსების მქონე ადამიანი გახლდათ. მას ყოველთვის უხაროდა სხვისი ნიჭი, გამარჯვება და სიკეთე. ამით ძალიან ბედნიერდებოდა. მე არ მინახავს მასში შურის ან ძაგების პატარა უხერხული ჩრდილი. ეს სიყვარულის ფრქვევა და სინათლე ყველაზე მოქმედებს, მზის სხივებს ჰგავს…არაჩვეულებრივი მამა და კიდევ უფრო დიადი დედა ჰყავდა. ამ დედამ მოახერხა ის, რომ ორ ვაჟს, რომლებსაც შვიდი წელი ჰქონდათ მამასთან ერთად ნაცხოვრები, ცხოვრების ბოლომდე დაამახსოვრა მამა. მამა, რომელიც წავიდა ომში, დაჭრეს, მოხვდა ნაცისტურ ბანაკში, იქ ჩამოაყალიბა გუნდი. ომის დასრულების მერე წამოვიდა საქართველოსკენ, მაგრამ მატარებელში კაგებე დაადგა და გადაასახლეს.კახის ორჯერ ჰყავს ნანახი მამა. მაგრამ დათაშკა მათ ოჯახში მუდამ არსებობდა, მუდამ ცხოვრობდა. დედა ეუბნებოდათ, აბა, იმეცადინეთ, რას იტყვის მამა?.. მამა, რომელიც ფიზიკურად არ იყო სახლში, მაგრამ შვილებისთვის კაცობის, თავდადების, ნიჭის, ვაჟკაცობის მაგალითი იყო მუდამ.კახის ცხოვრების მანძილზე არაერთხელ შეხვედრია უცხოეთში ადამიანი, რომელმაც უთხრა, მე ნაცისტურ ბანაკს დათაშკამ გადამარჩინაო…კახი ქართული რაინდული სულის განსახიერებაა მისი დამოკიდებულებით ბელასადმი. ის ისტორია, რაც მას გადახდა, შეიძლება მითებში წაიკითხო: 12 წელი ელოდა ბელას, თავისთვის უყვარდა, მერე შეირთო ცოლად, მასთან ერთად იცხოვრა… თუმცა ერთად ყოფნის სამი წლის თავზე ბელა ავად გახდა და ნელ-ნელა ილეოდა და ქრებოდა. კახის უფრო და უფრო უყვარდა ბელა. მთელი ცხოვრება უყვარდა. ბოლოს ხელში აყვანილი დაჰყავდა ხან ერთ მეგობართან, ხან მეორესთან და ქეიფობდნენ. ცოლზე ყურებამდე შეყვარებული იყო. ესეც კაცობის იდეალია, რომ შეგიძლია გიყვარდეს ერთი ქალი, მთელი ცხოვრება იყო მისი ერთგული და მასში მზეთუნახავს ხედავდე.კახი მომნუსხველად საყვარელი გახლდათ ყველა ჯურის ადამიანისთვის, კაცისთვის და ქალისთვის. კაცები კიდევ რაღაც განსაკუთრებულს ხედავდნენ კახიში. იდეალს ხედავდნენ მასში. ვინ არის ჭეშმარიტი ვაჟკაცი? კაცი, რომელსაც შეუძლია თავდავიწყებით უყვარდეს ერთი ქალი. ეს ხომ საოცრებაა, ასეთი იყო კახი.

kekelidze

1748544100

„ვიგრძენი, რომ მშობლობა, საკუთარ თავზე გადაჭარბებაა... ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ“ - გიორგი კეკელიძის ინტერვიუ ქალიშვილზე

„მშობლობა საკუთარ თავზე გადაჭარბებაა“- „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ პატარა ინტერვიუში ამბობს გიორგი კეკელიძე. ახლად გამომცხვარი მამა პაწია ქალიშვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში სიამოვნებით აქვეყნებს და ბედნიერ წუთებს ასათაურებს - „ჩვენი წილი გაზაფხული“, „მე ვაკვირდები თოთო სიზმრებს...“კეკე კეკელიძე 7 მაისს დაიბადა.„არის ლოცვა, რომელიც არ გახსოვს, რადგან ამ ლოცვას სხეულად სიტყვები არ აქვს და ეს არის ყველაზე დიდი და ძლიერი ლოცვა. ლოცვა ღელვისას“ - ეს ფრაზები გიორგიმ მას შემდეგ დაწერა, რაც ქალიშვილის ქვეყნად მოვლინებას დაესწრო. თან დარიგებაც მიაყოლა:„იცოდე, ადამიანი არის ცოდვა, რომელსაც ჩაიდენს და მოინანიებს. მეტი არაფერი. ან ამაზე მეტი რა უნდა იყოს? ეს არის მთავარი ძალა, რითაც ღმერთს ემსგავსება“.***- ახალი შეგრძნებები...- ჯერაც დაკვირვების და გაკვირვების პროცესია. ცოდნის და განცდის მორიგების ამბავი. დრო უფრო გამიიოლებს ზუსტ პასუხს.- ფიქრები?- ბევრს მოეხსენება ჩემი ობსესიურობის საქმე, ჭარბ ფიქრებს აქამდეც არ ვუჩიოდი - ახლა ვცდილობ, რომ პირიქით, გამოვხშირო ისინი და კეკესთვის სასარგებლო დავიტოვო. მარტივი ბრძოლა არ არის.- რა შეიცვალა შენში?- ვიგრძენი, რომ მშობლობა, საკუთარ თავზე გადაჭარბებაა.- მამაზე ხშირად წერ. როგორ გინდა, რომ ათწლეულების შემდეგ კეკე საუბრობდეს თავის მამაზე? - მინდა, გამომივიდეს და ამ სასტიკ სამყაროში, მსუბუქი მეხამრიდი მაინც ვიყო მისთვის. ნაკლები ტკივილი და იმედგაცრუება იგრძნოს, რაც, თუნდაც მე გამოვცადე.-  ეს ციცქნა გოგო შენი წიგნების ახალ პერსონაჟად გამოიძერწება? - ვნახოთ. ოდესმე ალბათ კი. ახლა მთავარი ტექსტი თვითონ არის, რომლის კითხვასაც ვსწავლობ.- უკვე დიალოგში ცდილობ შეხვიდე. გინდა მალე დაგელაპარაკოს?  - ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ. თვალები ყოფნის ამისთვის. მასაც და მეც.

laura

1747937288

„ჩაიარა და არ შემიმჩნია. მაშინ მე ეს ვერ გავიგე და თვალი ცრემლით ამევსო. დღეს ეს მესმის...“ - ლაურა რეხვიაშვილი 75 წლის გახდა

კახეთიდან თეატრალურ ინსტიტუტში საბუთების შესატანად რომ ჩამოვიდა, შემოქმედებითი ტურები უკვე ჩატარებული იყო, სასწავლებელში სტუდენტთა მიღება დაესრულებინათ. მაშინ უცნობი სამყაროს შესრუტვის წყურვილით სავსე გოგონამ არ იცოდა, რომ მალე მსახიობთა იმ იშვიათ გამონაკლისს მიეკუთვნებოდა, რომელიც მიხეილ თუმანიშვილს თავიდანვე "მოხვდა თვალში".როგორც ლაურა რეხვიაშვილი გვიყვება, როდესაც მაესტრომ დაგვიანებით მისული დაინახა, თქვა: " თუ ამ ქალიშვილს თავისი გარეგნობის ტოლფასი ნიჭი აქვს, მე ვარღვევ მიღების ყველა წესს და ამყავს ჩემს ჯგუფში". მართლაც ასე მოხდა, მსახიობი მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში ჩაირიცხა.ლაურა რეხვიაშვილი 75 წლის გახდა.დღემდე კინომსახიობთა თეატრის მსახიობია. აქვს თავისი პოზიცია, მრწამსი, ნიშა, ადგილი, რომლისთვისაც არასდროს უღალატია. მავანთ შეიძლება არ მოსწონდეს ნიჭიერებისა და პირდაპირობის გამო. თუმცა მის პროფესიონალიზმს აშკარად თუ ფარულად, აფასებს ყველა.თუმანიშვილი არ შემცდარა...ლაურა რეხვიაშვილი: "ანტიგონეს" რეპეტიციები რომ ვნახე ტელევიზორში, ლამის შევხტი ეკრანში და ეს ადამიანი ჩემს წინ რომ შემოვიდა, ვიცანი და ფეხზე წამოვდექი. ვაი, დაჯექიო. ვიყავი ბედნიერი და ლაღი, ვიცოდი, სად ვარ და ვისთან მქონდა საქმე. უთქვამს, ამ ქალიშვილს თავისი გარეგნობის ტოლფასი ნიჭიერება თუ აღმოაჩნდა, მე ვარღვევ მიღების ყველა წესს და ვსვამ ჩემთან ჯგუფშიო. მომიწყო გამოცდა...მოგვიანებით ვკითხე, ასე რატომ მოიქეცი-მეთქი? მიპასუხა, მე შენისთანა "მასალა" გამოცდაზე არ შემომსვლიაო.ერთხელაც, კინომსახიობთა სახელოსნოს წინ ვდგავარ, მხოლოდ ორი სეზონია ჩავლილი. ვდგავარ და ვიღაცას ძალიან აქტიურად ვუყვები რაღაცას. ჩაიარა მიშა თუმანიშვილმა. არ შემიმჩნია, არ მომესალმა. შევედი და მოვახერხე ის, რომ ვაგრძნობინე, ნაწყენი ვარ, რატომ არ შემამჩნიე-მეთქი? "ლაო" უნდა ეთქვა და არ მითხრა...კიო, გაბრაზებული ვარო. რა დავაშავე, ბატონო მიშა-მეთქი? და რა მიპასუხა: არ შეიძლება ასე იდგე სახალხოდ და მაყურებელს აყურებინებდე, ხელებს და ფეხებს როგორ იქნევო. მსახიობი იდუმალი უნდა იყო ხალხისთვის, მაყურებლისთვის და მხოლოდ სცენაზე და ეკრანზე უნდა ენატრებოდეს შენი ნახვაო. მაშინ, რა საკვირველია, ეს მე არ მესმოდა და ამევსო თვალები ცრემლით. ვერ გავიგე. დღეს ეს მესმის... მეუბნებოდა, თუ შრომა არ დაგეზარება, ხელის გულით მიგაცილებენ სავანეშიო. საუკეთესო მონაცემი გაქვს და დაიხარჯე ამ მონაცემშიო. მაგრამ როგორ უნდა დავხარჯულიყავი? ყველა სიგლახე ჩემი სიცოცხლის მოცემულ დროში მოხდა და რა გავაკეთო? კიდევ რა მაგარი და კარგი ტიპი ვარ. ნეტავ, ღმერთმა რატომ გამომარჩია? არ გავბოროტდი, არ შემშურდა, არ ვჭორავ, ცუდი არავისთვის მისურვებია. თუ ადამიანი არ მიყვარს, არ მძულს.მიხეილ თუმანიშვილი ასე მილოცავდა დაბადების დღეს – "ლაო, ქალს და მუსიკას დაბადების დღე არ აქვსო..."მიშამ დატოვა ფორმულა: შეგრძნებები ბადებს აზრს, აზრი ბადებს სურვილებს, სურვილები - ქცევებს, ქცევები - ჩვევებს, ჩვევები - ხასიათს, ხასიათი - ადამიანს და მის ბედს. რა საინტერესოა". ყველა მისი წიგნის, სპექტაკლის, ნამუშევრის, გაკეთებულის და გასაკეთებლის ფორმულაა ეს.

paisi

1747422287

Exclusive: "ცრემლებით საუბრობს, რომ ბერი პაისის როლმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა" - რას გვიყვებიან სერიალზე, რომელმაც ქართველი მაყურებლის გული დაიპყრო

უკვე რამდენიმე კვირაა ბერ პაისზე გადაღებულმა სერიალმა " წმინდა პაისი - ფარასადან ზეცაში" ქართველი მაყურებელი დაატყვევა. ახლა მეორე სეზონს ვუყურებთ და შეიძლება ითქვას, ამ წმინდანის ცხოვრებას მადლით ვეზიარებით. სერიალს ქართულად თარგმნის და მაყურებელს აწვდის საეკლესიო ფეისბუქ გვერდი სახელწოდებით "სარწმუნოება, ფოტო და ვიდეო არქივი". კერძოდ კი სამეგობრო სამეული - თამარ ბროლაძე, ნანა ბეჟანიშვილი და თამარ კიკალიშვილი...სამეგობრო საბერძნეთში შეიკრა. თამარ ბროლაძე და ნანა ბეჟანიშვილი თესალონიკში ქართულ სამრევლოს წირვებზე ქართულად გალობდნენ. გოგონები აწ განსვენებული მამა ნიკოლოზ მელიქიძის სულიერი შვილები გახლდნენ.ბერძნული სერიალის თარგმნის იდეა კი თამარ ბროლაძეს გაუჩნდა. შემდეგ მეგობრები აიყოლია და ჩვენი მამა გაბრიელის თანამედროვე ბერძენ წმინდა მამაზე გადაღებული ფილმი თარგმნეს.სერიალი ათონის მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის მხარდაჭერითაა გადაღებული. ის დაფუძნებულია რეალურ მონათხრობებსა და წიგნებზე. პირველ სეზონში ცხრა სერიაა, მეორეში - თორმეტი. ახლა ქართველი მაყურებელი მეორე სეზონის მესამე სერიას ელოდება. საბერძნეთში კი სერიალის ჩვენება ცოტა ხნის წინ დაასრულეს.ბერ პაისზე გადაღებული ამ ემოციური სურათის გასვლის შემდეგ, საბერძნეთში ტაძრები ახალგაზრდა მრევლის ახალი ნაკადით გავსებულა. შეგიძლიათ ნახოთ და გულგრილი ნამდვილად ვერ დარჩებით. მუსიკა აქვს საოცრად გულში ჩამწვდომი, გაგქცევს ზემოქმედების ქვეშ და შემდეგ აკვიატებულად სულ გაქვს ყურში ეს მელოდია.და მთავარი როლის შემსრულებელი გნუსხავს. ცხადია, ვისაც ასახიერებს, იმ უდიდეს წმინდანს მიუძღვის აქ "ბრალი", თუმცა დიდი ქარიზმა აქვს არტისტსაც. ეს არის კვიპროსელი მსახიობი პროკოპის აგათოკლეუსი...სხვა დანარჩენს "პრაიმტაიმს" სერიალის მთარგმნელი - თამარ ბროლაძე უყვება...თამარ ბროლაძე: - ახლახან გვქონდა სერიალის მეორე სეზონის პირველი სერიების პრეზენტაცია. არქიმანდრიტ იოვანე მჭედლიშვილის გვერდში დგომითა და დახმარებით, სამების ახალგაზრდულ ცენტრში გავუშვით ორი სერია. რამდენიმე დღე გავიდა და ახლაც მწერენ იმ ემოციებზე, რაც იქ მყოფთ დაეუფლათ. ძალიან ბედნიერი დღე იყო. რომ არა მამა იოვანე, ამ საღამოს ვერ გავაკეთებდით.გაგვიხარდა, რომ სპეციალური სტუმრის რანგში მამა თეოდორე გიგნაძე გვესტუმრა. მან თქვა, რომ მისი ცელქი სამი წლის შვილიშვილი სამ სერიას გაუნძრევლად უზის და უყურებს. თუ დაიკარგება და ვერ ვიპოვით, აღმოვაჩენთ, რომ სადღაც ოთახში ხელებ აპყრობილია და უფალოო, ლოცულობსო. მართლა ასეთი მადლიანი ფილმია. მის ნახვას უდიდესი მადლი სდევს, რასაც ყველა მაყურებელი განიცდის. ფილმის დიდი და კეთილი ნაყოფიდან გამომდინარე მამა თეოდორემ იმედი გამოთქვა, რომ ოდესმე ეს ფილმი საქართველოს ტელევიზიებითაც გავა. საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა დიდი სიყვარულით გამოგვიგზავნეს რახათ-ლუქუმები, რომ ზუსტად ბერი პაისის მსგავსად გავმასპინძლებოდით მოსულ სტუმრებს."ჯერ დატკბით, მერე მობრძანდით", ასე ეუბნებოდა ყველას. ჩვენგან თბილი ჟესტი იყო და გაგვიხარდა და სიმბოლურად ისე ვუმასპინძლეთ მოსულ ადამიანებს, როგორც ეს წმინდა მამა მასთან მისულთ.ყველას დავურიგეთ ბერი პაისი ხატები, რომელიც საბერძნეთიდან გამოგვიგზავნეს... ემოციური მუხტი იყო, ტიროდნენ... ფილმის დასრულების შემდეგ, ეს უცნობი ადამიანები ისე თბილად განვეწყეთ ერთმანეთის მიმართ, ვეხუტებოდით და ვეფერებოდით ერთმანეთს... ძალიან თბილი საღამო გამოვიდა. მინდა, რომ ეს სიყვარული იყოს ხალხში და მრევლში. კიდევ ერთხელ გავაკეთებთ მსგავს შეხვედრას სეზონის დასასრულს...ასეთი ღონისძიებების დაგეგმვა ხელს უწყობს მრევლის დაახლოებას, რათა ჩვენ შორის უფრო მეტად განმრავლდეს რწმენა და სიყვარული. ყველაფერი კი ასე დაიწყო:დაახლოებით ხუთი წლის წინ, ათონის მთის წინამძღვარმა ეფრემ ვატოპედელმა (იმ დროს საბერძნეთში სერიალის პირველი სეზონი გადიოდა), ინტერვიუში ასეთი რამ თქვა: ძალიან კარგი სერიალია, სულისთვის სასარგებლო, კარგი ნაყოფის მომცემიო. და გვირჩია აუდიტორიას - მაყურებელს, გადათარგმნეთ და თქვენს ენაზე უყურეთო.მახსოვს, ინტერნეტსივრცეში დავიწყე სერიალის ძებნა. ვერ ვიპოვე. გავიდა წლები და გადამავიწყდა. დაახლოებით ორი თვის წინ, ინტერნეტში, სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთ ბერძნულ გვერდზე ვნახე ამ ფილმის მეორე სეზონის ეპიზოდები. გამახსენდა, რომ ამ ფილმს ვეძებდი. თავიდან დავიწყე ძებნა და ვნახე, რომ უკვე ხელმისაწვდომი აღმოჩნდა.ფილმი რომ ვნახე გული ძალიან გამითბა. მივხვდი, რომ ის საოცრებაა.დავუკავშირდი მეგობრებს საბერძნეთში. ნანა და თამარი ახლაც იქ ცხოვრობენ. დიდი მასალა იყო გადასათარგმნი, მარტო ვერ შევძლებდი. გოგონები დამთანხმდნენ. და დავიწყეთ თარგმნა. პირველ ვერსიას თარგმნის ნანა ბეჟანიშვილი, შემდეგ თამარ კიკალიშვილი ამოწმებს და ბოლოს მე ვარგებ ტექსტს ქართულ ხასიათს და კონტექსტს, რა დროსაც ზოგჯერ მიწევს ზუსტი თარგმანის ზუსტად ქართული შესატყვისით შეცვლა.სხვათა შორის, ერთ-ერთი მთარგმნელის ცხოვრებაში ასეთი რამ მოხდა. ის ამბობს, ვიყავი დეპრესიულ განწყობაზე, წმინდა პაისის ხატის წინ ვტიროდი, დამეხმარე, რომ გავაკეთო რამე ღირებული, ჩემ ცხოვრებას აზრი რომ მიეცესო. მეორე დღეს მე დამირეკავს და ფილმის თარგმნა შემითავაზებია... დაფიქრების გარეშე რომ დამთანხმდა ძალიან გამიკვირდა. თითო სერიაზე მუშაობას დიდი დრო სჭირდება. თანაც მუშაობს, ძალიან დაკავებულია და ამდენად გაოცებული ვიყავი, რომ ასე სწრაფად დამიბრუნა დადებითი პასუხი. მან პირველი სეზონის ბოლოს გაგვიმხილა ეს ამბავი. ცრემლით აღიარა, ამ სერიალმა გადამარჩინა და სიხარული ვიგრძენიო... ერთად არაერთხელ ვართ სამივე ბერი პაისის საფლავზე მონალოცი. ცხადია, მაშინ ვერ წარმოგვედგინა, რომ ფილმს გადაიღებდნენ, ჩვენ კი მას ქართულად ვთარგმნიდით. ერთი სასწაული მაგონდება. ჩემმა მეუღლემ, ტურისტული ეგიდით, მომლოცველთა ჯგუფი ბერი პაისის საფლავზე ჩაიყვანა. იქ ერთ ქალბატონს მოუყოლია თავისი ისტორია: ამ ქალს ინფარქტისგან ყბა ჰქონდა დეფორმირებული. ჩასულა თესალონიკში დასთან სტუმრად, რომ იქაურ ექიმებთან მისულიყო. იმ ღამით უნახავს სიზმარი, მაგიდაზე ჭიქით წყალი და თეთრებში ჩაცმული თეთრ თმიან-წვერიანი კაცი, რომელსაც უთქვამს, თუ დალევ კარგად გახდებიო. მეორე დღეს დას მოსალოცად მიუყვანია ბერი პაისის საფლავზე. იქ მისულს დაუნახავს ზუსტად ის მაგიდა და ჭიქა წყალი, რაც სიზმრად ნახა. მაშინვე ავიღე ჭიქა და დავლიეო. ხატები რომ ვნახე, მივხვდი, რომ სიზმრად ნანახი თეთრ წვერიანი კაცი ბერი პაისი იყოო. იმ ღამით დაიძინა და მეორე დღეს კი, გამოჯანმრთელებულს გაუღვიძია...სერიალი ქართულად გაახმოვანა ალექსი მოსიაშვილმა, საეკლესიო გვერდის "ტკბილ ხარ შენ, უფალოს" ადმინისტრატორმა. იმდენად ნიჭიერია და ინტონაციით ისე ცვლის გმირების ხასიათებს, რომ ჰგონიათ სხვადასხვა ადამიანი ახმოვანებს.რაც შეეხება ბერი პაისის როლის შემსრულებელს. ის  პროკოპის აგათოკლეუსი გახლავთ. ბერძენია, კვიპროსელი. პროფესიონალი მსახიობია. როდესაც ამ როლზე მიიღო შეთავაზება, იმ დროს არ იყო მორწმუნე.მონაყოლი აქვს, სანამ ფილმზე მუშაობას დაიწყებდნენ, თერთმეტი თვე გაატარა ათონის მთაზე ისე, რომ სახლში არ დაბრუნებულა. ბერების ცხოვრებას ახლოდან გაეცნო. სურდა, რომ კარგად შეეგრძნო წმინდა მამის როლი. წვერი და თმა გაიზარდა და ზუსტად ბერების მსგავსად იცხოვრა.ამის შედეგ იმუშავა ფილმზე. მსახიობი ყველა ინტერვიუში ამბობს, რომ ბერი პაისის როლმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. გახდა გულჩვილი. ვიდეოები რომ ნახოთ, უცრემლოდ ვერ საუბრობს ამ როლზე, ყელში ბურთი ეჩხირება. ყველგან, ყველა ინტერვიუში, სადაც კი წმინდა ბერის როლზეა საუბარი, ისეთ ემოციებშია თვალზე ცრემლი არ უშრება.უხარია, რომ ამ დიდი საქმის მონაწილეა. სერიალი ზუსტად რეალურ ადგილებშია გადაღებული, სადაც კი ბერ პაისს უცხოვრია და უმოღვაწია. ძირითადად, გარე გადაღებები იყო და ამინდი რომ არ ყოფილა შესაბამისი, თურმე, გადაღებისას, მისტიკურად ზუსტად ის ამინდი გამოდიოდა, რაც სჭირდებოდათ. ამის მოწმე ყველა ვართო, ამბობს მსახიობი.ერთ სცენაში სინას მთაზე ბერი პაისი მლოცველ განდეგილ ბერს უყურებს. პროკოპი ჰყვება, ისეთი ქარიშხალი იყო, ერთი წამი ვერ გაჩერდებოდი, რომ გადაგვეღო განდეგილი ბერის როლში მყოფი მსახიობი, ქარიშხალი უკან აგდებდა. მერე ვილოცეთ და ბოლოჯერ ვცადეთ. უცებ ჩადგა ქარი, გადავიღეთ და დავასრულეთ თუ არა, ისევ ქარიშხალი ამოვარდაო.ბერ პაისს ჰყავდა მეგობარი გულწითელა ჩიტი, რომელსაც ოლეტი დაარქვა. პროკოპი იხსენებს, ათონის მთაზე გადაღებების დროს, როცა პრობლემები იჩენდა თავს, მოფრინდებოდა გულწითელა ჩიტი, ჩემთან ახლოს დაჯდებოდა და ჭიკჭიკებდაო. ამ დროს ენით აუწერელ სიხარულს ვგრძნობდით ყველაო. ჩიტის მოსვლით კი ზუსტად ვიცოდით, რომ პრობლემა მოგვარდებოდა და ჩვეულებრივ გავაგრძელებდით გადაღებასო. ბევრი სასწაული გადახდენიათ და ამას აღტაცებით ჰყვება ხოლმე ინტერვიუებში.საეკლესიო გვერდები "ტკბილ ხარ შენ, უფალო" და "სარწმუნოება ფოტო და ვიდეო არქივი", შემოწირულობებით პერიოდულად, ვეხმარებით ადამიანებს. მინდა გაცნობოთ, რომ ამ სერიალის თარგმნისთვის კეთილი ადამიანებისგან შემოსული თანხის დიდი ნაწილით ბევრ ადამიანს შევეწიეთ, დავეხმარეთ მრავალშვილიან დედებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ასევე შ.შ.მ. პირებს. ჩვენმა მთარგმნელებმა თანხის 100 პროცენტი საქველმოქმედოდ გამოიყენეს. ამ საქმით უნდათ უანგაროდ ემსახურონ უფალს. მამა დავით ქვლივიძის საქველმოქმედო ფონდ "ივერონს" მინდა გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ პროექტს უჭერს მხარს...სერიალს ასი ათასობით ადამიანი უყურებს და გვიხარია, რომ ბევრისთვის საყვარელი ფილმი გახდა. გვწერენ, თუ როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება ამ სერიალის ნახვის შემდეგ. სერიალის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე შესვლით.მინდა ქართველ წმინდანებზე გადავიღოთ ასეთი ხარისხის სურათი, ასეთი ქრისტიანული ხედვებით. ვიმედოვნებ, უფალი ინებებს და შევძლებთ. 

lana

1747091409

"დღეში 5 ბოსტნეულისა და ხილის მიღება, რაციონის თევზით გამდიდრება. კვირაში 3 კილომეტრის გავლა..." - რჩევები 96 წლის ლანა ღოღობერიძისგან

96 წლის ლანა ღოღობერიძეს ცოტა ხნის წინ ახალი წიგნის პრეზენტაცია ჰქონდა. წიგნს თავისი ერთ-ერთი საეტაპო ფილმის სახელი უწოდა - "როცა აყვავდა ნუში". ფრაზა, რომელსაც ცხოვრების გაზაფხულის ასოციაცია მოაქვს. ცხოვრების, რომელიც თავად ავტორისთვის, საუკუნეში გადანაწილდა. "სემიჩკასავით" საკითხავს ვეძახით წიგნს, რომელიც ჰაეროვნად, გემრიელად იკითხება. ამ ბრძნულ ასაკში დაწერილი წიგნიც ასეთია. ხელოვანი თავის გამოცდილებას გვიზიარებს, სხვადასხვა ეტაპებზე გვიყვება და საჭირო რჩევებს გვაძლევს. ასეთივე საკითხავია წინა წიგნიც "რატომ გალობს შაშვი". "როცა აყვავდა ნუში" დილოგიის მშვენიერი ნაწილია.გთავაზობთ მისი ერთი თავის - "თითქმის ასი" ამონარიდს. თუ როგორია საუკუნეს მიტანებული ხელოვანის ასაკთან ტანდემი."დღეს მე, მატერიის ერთი ბეწო ნაწილაკი და კარგად გამომწვარი აგური მივადექი მიჯნას - 95 წელს...ოთხმოცდათხუთმეტი, თითქმის ასი...ეს ციფრი მე თვითონაც არარეალურად მეჩვენება. თითქოს მე არც მეხება.და მაინც რა ხდება შენში ამ ეტაპზე?ცხოვრების ჰიგიენის დაცვით შესაძლებელია გონებრივი დაბერების პროცესის შენელება. ამ მიმართულებით მეცნიერები გვთავაზობს რამდენიმე მნიშვნელოვანი წესის დაცვას:კვების ჰიგიენა: დღეში 5 ბოსტნეულისა და ხილის მოხმარება, რაციონის თევზით გამდიდრება. რეგულარული ფიზიკური ვარჯიშები - კვირაში 3 კილომეტრის გავლა, ან სამი საათი ვარჯიში.. ტვინის მრავალმხრივი, მასტიმულირებელი, სასიამოვნო აქტივობა, რომელიც ამოქმედებს აზროვნების და განჭვრეტის უნარს.ბრძოლა ქრონიკულ სტრესთან - ის ძალიან მავნეა, რადგან იწვევს ისეთი ჰორმონების გამოყოფას, რომლებიც ხელს უწყობს ნეირონების განადგურებას. ეს ხომ ნამდვილად ყველას გვინდა: დავბერდეთ ისე, რომ არ დავძაბუნდეთ და სხვაზე დამოკიდებული არ გავხდეთ. თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, შეგვიძლია ამას მივაღწიოთ კიდეც! ჩვენ თვითონ! თუ იმ საკმაოდ მარტივ მითითებებს შევასრულებთ!მე, ჩემი მხრივ, დავამატებდი: კარგად დაბერების ხელოვნება მდგომარეობს იმაში, რომ ისწავლო, როგორ გაუმკლავდე შენს მარტოობას. მარტოობას, რომელიც ეგზისტენციალური ხასიათისაა და ამიტომ აუცდენელი: ცხოვრება დანაკარგების ჯაჭვია, რაც მეტხანს ცხოვრობ, მით მეტს კარგავ... კარგავ უახლოეს ადამიანებს, მეგობრებს...კორტზე დგომა, იმ პატარა ყვითელი ბურთის მოლოდინი და მერე დარტყმა კი მთლად განსაკუთრებული სიამოვნებაა! მას თითქმის ბედნიერებაც შემიძლია ვუწოდო!თუმცა მარტო სხეულის ვარჯიში არ არის საკმარისი. ძალიან მნიშვნელოვანია, სხეულთან ერთად, ავარჯიშო ტვინიც. შედეგად, სიბერე აღარ იქნება უბრალოდ "შემაწუხებელი", დიდხანს სიცოცხლის ერთადერთი საშუალება. ან რად გინდა ეს "დიდხანს სიცოცხლე", თუ არაფერი აღარ შეგიძლია იმის გარდა, რომ ნაფოტივით იტივტივო წყლის ზედაპირზე და პასიურად მიჰყვე დინებას?ამ შეკითხვაზე ჩემი პასუხია ასეთია: შეგიძლია. ბევრი რამ შეგიძლია! შეგიძლია გაინტერესებდეს ყველაფერი, რაც ხდება შენ გარშემო. გონებით (და განცდით) იყო ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც მიმდინარეობს შენს ქვეყანაში. დაწერო სტატუსი იმაზე, რაც განსაკუთრებით აგაღელვებს. და კიდევ ბევრის სხვა რამ, ანუ: ავარჯიშო ტვინი, შექმნა მასში ახალი ნეირონული კავშირები. თურმე ეს ყოფილა ინტენსიური არსებობის საწინდარი. ინტენსიური არსებობა კი არ ტოვებს ადგილს მოწყენისთვის, ის უბრალოდ აქტიური სიცოცხლეა!ხანდახან მეჩვენება, რომ სიცოცხლის ბოლოს ხარ მხოლოდ გონება (ტვინი), ჩაკეტილი სხეულში, რომელიც გისხლტება ხელიდან...წლების მომატებასთან ერთად ცხოვრება უფრო მარტივი ხდება, იკლებს სიცოცხლის მამოძრავებელი ძალა, სამაგიეროდ, სხვანაირად აფასებს არსებობის ყოველ წუთს. იღვიძებ, ახელ თვალებს, მთელი არსებით შეიგრძნობ, რომ დადგა დილა, კიდევ ერთი ახალი, ჯერ არ განცდილი დილა შენს ცხოვრებაში და აღიქვამ მას, როგორც ერთადერთს და განუმეორებელს, როგორც განგების უძვირფასეს საჩუქარს!როგორც აინშტაინი ამბობს: "ცხოვრება ველოსიპედზე სიარულივითაა. წონასწორობის შესანარჩუნებლად  უნდა გააგრძელო მოძრაობა".სიბერეა თუ დაასკვნი, რომ "წინათ" ყველაფერი უკეთესი იყო: ცა უფრო ლურჯი, ბალახი უფრო მწვანე. ღიმილიც მეტი იყო, სიხარულიც. ცხადია, ახალგაზრდობა თავის განუმეორებელ მომხიბვლელობას სძენს ყველაფერს, მაგრამ მის მიღმაც რჩება ბევრი რამ, რაც მაშინ, სიყმაწვილეში, ვერ გაიგე და ვერ შეიგრძენი. ამას თანდათან ინტუიციით ხვდები და ამიტომ სულ რაღაცაზე ელოდები. ელოდები ახალს, მოულოდნელს, ამოუცნობს.და როცა ელოდები, ის მოვა კიდეც, ახალი საინტერესო ადამიანის თუ მოვლენის სახით. თითქოს სრულიად უმნიშვნელო ამბავი: ამ ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ მობილურ ტელეფონს აქვს ერთი საოცარი თვისება - ნაბიჯების დათვლის უნარი! დავიპროგრამე მინიმუმი 3000 ნაბიჯი და გატაცებით დავდივარ ტელეფონით ხელში, როგორც ბავშვი, რომელმაც ძვირფასი სათამაშო ჩაიგდო ხელში. და ჩემს აღფრთოვანებას საზღვარი არ აქვს, როდესაც ის ტელეფონი მწვანედ აბრჭყვიალდება და ასე მილოცავს დათქმული ნაბიჯების გავლას!მკითხველი ალბათ ფიქრობს, ასეთ წვრილმანს არ შეიძლება გავლენა ჰქონდეს შენს ცხოვრებაზე, მაგრამ ვარწმუნებ, რომ ასე არ არის. არ აქვს მნიშვნელობა, რა მასშტაბისაა მოვლენა, თუ მას შენთვის თუნდაც წუთიერი სიხარული მოაქვს! განსაკუთრებით თუ გაითვალისწინებ, რომ ქვეყნად ყველაფერი ფარდობითია და მარადისობასთან შედარებით მთელი შენი სიცოცხლეც წუთიერია..." - ნაწყვეტი წიგნიდან "როცა აყვავდა ნუში"

loren

1746126348

(ფოტოები) "სოფი ლორენის შვილი მცხეთაში მოინათლა და გაბრიელი დაერქვა..." - ნახეთ, რას წერს მამა გაბრიელის სულიერი შვილი

იტალიელი დირიჟორი კარლო პონტი მართლმადიდებლად მოინათლა. თქვენ იცით, რომ კარლო მსოფლიო ლეგენდის - სოფი ლორენისა და ასევე ლეგენდარული რეჟისორის - კარლო პონტის უფროსი ვაჟია.56 წლის მუსიკოსს ქართველი საცოლე ჰყავს. მარიამ შარმანაშვილსაც იცნობს ქართველი (და უკვე მსოფლიო) პუბლიკა.წყვილმა პანდემიის დროს ინტერნეტით გაიცნო ერთმანეთი. მალე ქართველ ქალზე თავდავიწყებით შეყვარებული კარლო საქართველოში ჩამოვიდა. მას შემდეგ წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს. სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობენ, როცა კი ამის საშუალებას დირიჟორის გრაფიკი იძლევა. მარიამი რამდენიმე თვის წინ იტალიელი ვარსკვლავის 90 წლის საიუბილეო საღამოზე იმყოფებოდა და სადედამთილოს პირადად მიულოცა დაბადების დღე. გუშინ კი, მცხეთის სამთავროს მონასტერში კარლო მოინათლა. მას ჩვენი წმინდა მამის, მამა გაბრიელის პატივსაცემად დაერქვა გაბრიელი. "მეგობრებო, საოცარი რამ მოხდა სამთავროს მონასტერში. გუშინ მოინათლა სოფი ლორენის შვილი და მას დაერქვა გაბრიელი. ქორწილს აქ აპირებს და როგორც ითქვა, ქორწილში სოფი ლორენი ჩამოდის" - წერს ფეისბუქზე მალხაზ ჯინორია, მამა გაბრიელის სულიერი შვილი. 

keti

1745874739

"არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს წლებია დაქორწინებულები ვართ. სინამდვილეში კი..." - ექსკლუზიური ინტერვიუ არველაძეების რძალთან - ქეთი წიქვაძესთან

"ჩვენზე - ჩემსა და ნიკაზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს წლებია დავქორწინდით. სინამდვილეში, ეს ყველაფერი რეალურად ახლა ხდება ჩვენს თავს..." - უთხრა ქეთი წიქვაძემ "პრაიმტაიმს" და ინტერვიუ გამონაკლისის სახით სწორედ ჩვენ მოგვცა.როგორც ის ამბობს, მის რჩეულს ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს; განსხვავებული არველაძეა. სწორედ ამიტომაც იყო, რომ წყვილმა ბულვარულ პრესას "ლავსთორი" ოსტატურად გამოაპარა. ისე მივიდნენ ქორწინებამდე, რომ არსად არაფერი გაჟონილა. ქეთი წიქვაძე: ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა 8 წელია. თავიდან მქონდა პატარ-პატარა ბარიერები, მაგრამ ნიკამ ყველაფერი მოახერხა და მიაღწია იმას, რომ ეს სხვაობა არასდროს მახსენდება.ნიკა ბიზნესის კუთხით არის დაკავებული. ყველაზე განსხვავებული არველაძეა, არ უყვარს ხმაური მის გარშემო, ამიტომ ხელის თხოვნა ძალიან მშვიდ გარემოში მოხდა - მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.ქორწილი და ჯვრისწერა სამომავლოდ დავგეგმეთ, რადგან ახლა ორსულად ვარ და გადავწყვიტეთ, რომ ეს ცერემონიალები ბავშვის გაჩენის შემდეგ გავაკეთოთ, მეც რომ სრულფასოვანი მონაწილე ვიყო ამ ყველაფრის. ჯერ ხელიც არ მოგვიწერია. არ შემიძლია ორსული პატარძლობა. გულით მინდა, რომ ამ დღეს ყველაზე მეტად მე გავერთო.განაგრძეთ კითხვა...

nika

1745863963

Exclusive: „ორსული პატარძლობა არ შემიძლია. მინდა ყველაზე მეტად მე გავერთო. ამიტომ ჯერ მხოლოდ შვილის მოლოდინში ვართ“ - ცნობილი ოჯახიშვილების სიყვარულის ამბავი

ქეთი წიქვაძე და ნიკა არველაძე შვილს ელოდებიან. ორი ცნობილი ოჯახის დანათესავება წყვილმა არც თუ დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, თუმცა წლებია, რაც ძალიან ახლო ურთიერთობაში არიან. ხმაურისა და ყვითელი პრესისგან მიმალვა მშვენივრად გამოუვიდათ. გამოდის, რომ იმ დროს, როდესაც ქეთის ლეკას როლმა ("ჩემი ცოლის დაქალებში") პოპულარობა მოუტანა, მისი გული უკვე დაკავებული იყო. ქეთი გიგა ლორთქიფანიძისა და ქეთევან კიკნაძის შვილიშვილია. დედამ, მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ ქალიშვილს ბებიის სახელი დაარქვა. ნებიერა უფროს შვილიშვილს ბებია-ბაბუის სახლში რომ ყველაფრის უფლება ჰქონდა, ამაზე ქეთიმ "პრაიმტაიმის" მკითხველს ადრე უამბო...ნიკა თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის უფროსი ვაჟია. როგორც ქეთი "პრაიმტაიმთან" ამბობს, ყველაზე განსხვავებული არველაძეა, რადგან არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, საჯაროობა და "ფაბლიქ" ცხოვრება.ეს 38 წლის ქეთის მეორე ქორწინებაა. პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს. ნიკასთან რვა წლიანი ასაკობრივი სხვაობა, თავდაპირველად, პატარა უხერხულ ბარიერს უქმნიდა. თუმცა ეს უკვე წარსულს ჩაბარდა; თითს თავართქილაძეების საგვარეულო ბრილიანტის ბეჭედი უმშვენებს და... მომხიბვლელი წყვილი ოქტომბერში ვაჟს ელოდება. მოკლედ, ქეთი "პრაიმტაიმის" მკითხველს თავისი ცხოვრების ახალ ეტაპზე უყვება. ქეთი წიქვაძე: მე და ნიკა ბევრი წელია ერთმანეთს ვიცნობთ, დიდი ხანია ერთად ვართ. ერთმანეთი ოჯახების მეშვეობით არ გაგვიცვნია, თუმცა, ჩვენი ოჯახები ახლობლობენ და ზუსტად ეს ახლობლობა იყო იმის მიზეზი, რომ ჩვენი ერთად ყოფნა უფრო საპასუხისმგებლო და მოსაფრთხილებელი ყოფილიყო. იგივე პასუხისმგებლობა გვქონდა ჩემი შვილების მიმართ; არ გვინდოდა ჩემი პირადი ცხოვრება, ჩემი ბიჭებისთვის, რაიმეთი მტკივნეული ყოფილიყო. ამიტომ ძალიან ფრთხილად მოვეკიდეთ ამ ყველაფერს და ასეც მოხდა.ბოლო ერთი წელია მე, ნიკა და ბავშვები ერთად ვცხოვრობთ. გავხდით ერთი დიდი ოჯახი, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს. ჩვენი ოჯახები ძალიან მშვიდად შეხვდნენ ამ ფაქტს და ამ ურთიერთობას, საბედნიეროდ, ბარიერები არ შეუქმნია, პირიქით, კიდევ უფრო ახლობლები გავხდით ყველანი ერთმანეთისთვის. ზაფხულობით ხშირად ვისვენებდი ნიკას ოჯახთან ერთად ჩაქვში. ამდენად ჩვენ - მე, თეონა და რეზი უფრო ვმეგობრობთ, ვიდრე "ვ-რძალ-ვ-დედამთილ-ვ-მამამთილობთ". დღეს კი ყველა ერთად ვართ პატარა ბიჭის მოლოდინში...  ნიკა თავისი პროფესიით არ მუშაობს, ბიზნესის კუთხით არის დაკავებული. ყველაზე განსხვავებული არველაძეა, არ უყვარს ხმაური მის გარშემო, ამიტომ ხელის თხოვნა ძალიან მშვიდ გარემოში მოხდა - მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.ქორწილი და ჯვრისწერა სამომავლოდ დავგეგმეთ, რადგან ახლა ორსულად ვარ და გადავწყვიტეთ, რომ ეს ცერემონიალები ბავშვის გაჩენის შემდეგ გავაკეთოთ, მეც რომ სრულფასოვანი მონაწილე ვიყო ამ ყველაფრის. ჯერ ხელიც არ მოგვიწერია. არ შემიძლია ორსული პატარძლობა. გულით მინდა, რომ ამ დღეს ყველაზე მეტად მე გავერთო.ოფიციალურობას რაც შეეხება, ნიკამ ბაბუას დანატოვარი საგვარეულო ბეჭედი მაჩუქა. ძალიან ნაზი ბრილიანტის ბეჭედია. ვერც წარმოიდგენ, რომ წლების წინანდელი ბეჭედია, იმდენად თანამედროვეა. შვილიშვილებისთვის  დატოვა ბეჭდები და ერთ-ერთი მე მხვდა წილად. ბავშვის გაჩენამდე ამით შემოვიფარგლეთ. ახლა ჩვენს ფიქრებში მხოლოდ შვილის მოლოდინია, მესამე ბიჭს ველოდებით და ეს ყველაზე მეტად გვაბედნიერებს. რაც შეეხება ასაკს, ჩვენს შორის 8 წელია სხვაობა. თავიდან მე მქონდა პატარ-პატარა ბარიერები, მაგრამ ნიკამ ყველაფერი მოახერხა და მიაღწია იმას, რომ არასდროს მახსენდება ეს სხვაობა.არასწორი ინფორმაცია გავრცელდა ჩვენზე, რომ თითქოს წლებია დავქორწინდით. სინამდვილეში, ეს ყველაფერი რეალურად ახლა ხდება ჩვენს თავს...  

kaxi kavsadze

1745758645

„კაცები იდეალს ხედავდნენ მასში. ვინ არის ჭეშმარიტი ვაჟკაცი? ვისაც შეუძლია თავდავიწყებით უყვარდეს ერთი ქალი. ასეთი იყო კახი" - კახი კავსაძის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა

კახი კავსაძის რაინდული თვისებების ჩამოთვლისას, გენიალური არტისტის სიყვარულის უსაზღვრო ნიჭზე ამახვილებენ ყურადღებას. დავფიქრდი, მართლაც რატომ უყვართ კახი ასე ძლიერად? თანაც ყველას განურჩევლად ასაკისა? იმიტომ რომ კახი სიყვარულს აფრქვევდა და მზეს გვიზიარებდა... ყველას ესაუბრებოდა და თანაც გულწრფელად..."პრაიმტაიმთან" დიდ მსახიობს რეჟისორი ნანა ჯანელიძე იხსენებს. "იქ თეატრი არის?" - ასე ჰქვია ბიოგრაფიულ ფილმს, რომელიც კავსაძეების ოჯახზეა და მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრისაა.ნანა ჯანელიძე: – კახი ყველას უყვარდა. არ მინახავს, სადმე მისულიყო და დიდი ფურორი არ მოეხდინა ადამიანურად, არტისტულად.მაინც მგონია, რომ დაუფასებელი იყო. გაცილებით მეტ ფილმში უნდა ყოფილიყო გადაღებული, ვიდრე არის. მის ნიჭს და ტალანტს გაცილებით მრავალი ჟანრის მოცვა შეეძლო.ფილმზე - „იქ თეატრი არის?“ მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ კახი მხოლოდ დიდი არტისტი არ არის. ის ერთდროულად დიდი ტრაგიკოსი და კომიკოსი იყო. მას აბსოლუტურად ყველაფერი ხელეწიფებოდა.საოცარი უნარი ჰქონდა იმ წუთში, იმ კონკრეტულ დუბლში თავისი პოტენციალის ათასი პროცენტი გაეცა.ქუჩაში რომ მივდიოდით, ყველა ეთაყვანებოდა. სურათებს იღებდნენ, აჩერებდნენ, ეფერებოდნენ…ყველას უჩერდებოდა და დიდ სითბოს და სიყვარულს უჩვენებდა. უყვებოდა ისტორიებს და თან ისე, ათასკაციან დარბაზში რომ ჰყვება არტისტი და იხარჯება. ასე იხარჯებოდა ნებისმიერი ადამიანის წინ, თუნდაც მოწყალების მთხოვნელის წინ, რომელიც ამ დროს იქვე იდგა...ასეთი გულუხვობით გასცემდა თავის ნიჭს, სითბოს და სიყვარულს. ამიტომ კახი სრულიად შეუდარებელი, წამლეკავი სიყვარულის და ღირსების მქონე ადამიანი გახლდათ. მას ყოველთვის უხაროდა სხვისი ნიჭი, გამარჯვება და სიკეთე. ამით ძალიან ბედნიერდებოდა. მე არ მინახავს მასში შურის ან ძაგების პატარა უხერხული ჩრდილი. ეს სიყვარულის ფრქვევა და სინათლე ყველაზე მოქმედებს, მზის სხივებს ჰგავს…არაჩვეულებრივი მამა და კიდევ უფრო დიადი დედა ჰყავდა. ამ დედამ მოახერხა ის, რომ ორ ვაჟს, რომლებსაც შვიდი წელი ჰქონდათ მამასთან ერთად ნაცხოვრები, ცხოვრების ბოლომდე დაამახსოვრა მამა. მამა, რომელიც წავიდა ომში, დაჭრეს, მოხვდა ნაცისტურ ბანაკში, იქ ჩამოაყალიბა გუნდი. ომის დასრულების მერე წამოვიდა საქართველოსკენ, მაგრამ მატარებელში კაგებე დაადგა და გადაასახლეს.კახის ორჯერ ჰყავს ნანახი მამა. მაგრამ დათაშკა მათ ოჯახში მუდამ არსებობდა, მუდამ ცხოვრობდა. დედა ეუბნებოდათ, აბა, იმეცადინეთ, რას იტყვის მამა?.. მამა, რომელიც ფიზიკურად არ იყო სახლში, მაგრამ შვილებისთვის კაცობის, თავდადების, ნიჭის, ვაჟკაცობის მაგალითი იყო მუდამ.კახის ცხოვრების მანძილზე არაერთხელ შეხვედრია უცხოეთში ადამიანი, რომელმაც უთხრა, მე ნაცისტურ ბანაკს დათაშკამ გადამარჩინაო…კახი ქართული რაინდული სულის განსახიერებაა მისი დამოკიდებულებით ბელასადმი. ის ისტორია, რაც მას გადახდა, შეიძლება მითებში წაიკითხო: 12 წელი ელოდა ბელას, თავისთვის უყვარდა, მერე შეირთო ცოლად, მასთან ერთად იცხოვრა… თუმცა ერთად ყოფნის სამი წლის თავზე ბელა ავად გახდა და ნელ-ნელა ილეოდა და ქრებოდა. კახის უფრო და უფრო უყვარდა ბელა. მთელი ცხოვრება უყვარდა. ბოლოს ხელში აყვანილი დაჰყავდა ხან ერთ მეგობართან, ხან მეორესთან და ქეიფობდნენ. ცოლზე ყურებამდე შეყვარებული იყო. ესეც კაცობის იდეალია, რომ შეგიძლია გიყვარდეს ერთი ქალი, მთელი ცხოვრება იყო მისი ერთგული და მასში მზეთუნახავს ხედავდე.კახი მომნუსხველად საყვარელი გახლდათ ყველა ჯურის ადამიანისთვის, კაცისთვის და ქალისთვის. კაცები კიდევ რაღაც განსაკუთრებულს ხედავდნენ კახიში. იდეალს ხედავდნენ მასში. ვინ არის ჭეშმარიტი ვაჟკაცი? კაცი, რომელსაც შეუძლია თავდავიწყებით უყვარდეს ერთი ქალი. ეს ხომ საოცრებაა, ასეთი იყო კახი.