1779737742
ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებული იქნებიან, ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ
ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებული იქნებიან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ. შესაბამისი ცვლილებები „ტურიზმის შესახებ“ კანონში შედის.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ტურისტული გიდი, ტუროპერატორი, ტურისტული სააგენტო სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარებიან.
პროექტში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციის ბაზაში რეგისტრაცია ერთხელ მოხდება და უფასო იქნება. კანონპროექტი რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობის ჩარჩოსაც ადგენს. პროექტით, რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლები 2026 წლის 1-ელი ივნისიდან დაექვემდებარებიან სავალდებულო სერტიფიცირებას, რომლის საფასური კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრება.










