შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1779818361
ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, ისრაელელმა ჯარისკაცებმა ლიბანის სამხრეთ ნაწილში, ე.წ. ყვითელი ხაზის მიღმა სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს.
CNN-ის წყაროების ცნობით, გაფართოებული ოპერაციების მიზანი დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მხრიდან მომავალი საფრთხისგან ისრაელის დაცვა და კონფლიქტის ზონის ისრაელის საზღვრიდან უფრო შორს გადატანაა.
მედიის ცნობით, „ყვითელი ხაზი“ ლიბან-ისრაელის საზღვრიდან ათობით კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და ხაზის სამხრეთით დაახლოებით 55 ქალაქი და სოფელი ისრაელის კონტროლის ქვეშაა.
CNN წერს, რომ ამ დრომდე ისრაელის ძალები თავს იკავებდნენ „ყვითელი ხაზის“ გასწვრივ და მდინარე ლიტანის ჩრდილოეთით ოპერაციებისგან.