1779819664
შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
28 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი" ავრცელებს.
„საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, III, IV მიკრორაიონების, მხატვრების დასახლების, ბანძელაძის, ფერმწერთა, ნუცუბიძის, ტაბიძის, კაპანელის და ქანთარიას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება",- ნათქვამია „თელასის" განცხადებაში.












