„იქვე ვუთხარი, ხუმრობის დრო არ იყო...“– რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის „იმედიდან“ წასვლაზე
1779731826
მიმდინარე წლის აპრილში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 1 275 დოლარს შეადგენდა, გასული წლის იმავე თვეში კი 1 137 დოლარი იყო. მონაცემები წლიურად 12.1%-იან გაძვირებაზე მიუთითებს.
2026 წლის აპრილში ახალ პროექტებში ფასები წლიურად 12.6%-ით გაიზარდა. კერძოდ, წელს თუ 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 1 257 დოლარს შეადგენს, გასულ წელს 1 116 დოლარი იყო.
ძველ პროექტებში კი წლიურად 10.6%-იანი მატება ფიქსირდება. უფრო დეტალურად, 2026 წლის აპრილში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი ამ შემთხვევაში 1 363 დოლარამდე გაიზარდა, შარშან იმავე პერიოდში კი 1 232 დოლარი იყო.
„2026 წლის აპრილში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის აპრილთან შედარებით ქალაქის ცენტრში 11%-ით, ფართო ცენტრში 10%-ით, ხოლო გარეუბანში 6.2%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 10.6%-ით მოიმატა.
ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წლიურად 10.2%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 2.2%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო ქალაქის ცენტრში 12.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 11.2% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 11%-ით გაიზარდა“, - ნათქვამია „ქოლიერსის“ კვლევაში.