„ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ნუცა ტოპ სამეულში იქნებოდა..“ - ამერიკელი ვოკალის პედაგოგი

ნუცა ბუზალაძე

ამერიკელი ვოკალის პედაგოგი ნუცა ბუზალაძის გამოსვლას მიმოიხილავს, როდესაც ქართველმა მომღერალმა „ამერიკის ვარსკვლავის“ Showsoppers-ების ტურში ტინა ტერნერის Proud Mary შეასრულა.

ვოკალის პედაგოგი ხშირად მომიხილავს ნუცას გამოსვლებს და აღნიშნავს, რომ ის იმსახურებს, იყოს „ამერიკის ვარსკვლავის“ ტოპ-სამეულში და მისი გადასაწყვეტი რომ იყოს, ქართველ მომღერალს აუცილებლად შეიყვანდა სამ საუკეთესოს შორის.

„პირველ რიგში, ის ძალიან კარგად მღერის და მეორეც, არის შესანიშნავი შემსრულებელი. ის ყოველ ჯერზე განსხვავებულ სტილს გვაჩვენებს...

მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება სცენაზე. იცის როგორ უნდა იმოძრაოს, იყოს ენერგიული. ბევრს ეს ყველაფერი ხელოვნურად გამოსდის. მართალია ნუცასაც აქვს დაგეგმილი, რა უნდა გააკეთოს სცენაზე, თუმცა ამ ყველაფერს ის ბუნებრივად აკეთებს და ამისი ძალიან კარგი უნარი აქვს. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ნუცა „ამერიკის ვარსკვლავის“ ტოპ-სამეულში იქნებოდა...“ - ამბობს ვოკალის პედაგოგი.