ნუცა

ტაბლოიდი 1715355624

„ვერ ავხსნი სიტყვებით, ახლა რას ვგრძნობ!… მიყვარხართ, ჩემო მეხანძრეებო“ – ნუცა ბუზალაძე შთამბეჭდავი გამოსვლის კადრებს აქვეყნებს

საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია. საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ უხდის მხარდაჭერისთვის მადლობას და გუშინდელი გამოსვლის კადრებს გვიზიარებს.„ვერ ავხსნი სიტყვებით, ახლა რას ვგრძნობ!მიყვარხართ მთელი გულით და მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს უპირობო სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის!!!მიყვარხართ, ჩემო მეხანძრეებო“, – წერს ნუცა ბუზალაძე.         Посмотреть эту публикацию в Instagram                       Публикация от NUTSA (@nutsabuza)

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1715345520

VIDEO: ნუცა ბუზალაძის ემოციები, როცა საქართველო „ევროვიზიაზე“ ფინალისტებს შორის დაასახელეს

ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი გუშინ გაიმართა, რომელზეც 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე. საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე მე-11 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა Firefighter შეასრულა.წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტდა და ხმის მიცემაში ჟიური არ მონაწილეობდა.უკვე რვა ქვეყანა იყო დასახელებული, როცა საქართველოში ფინალში მოხვედრის მოლოდინში იყო. მეცხრე ქვეყნად სწორედ საქართველო დაასახელა ერთ-ერთ ფინალისტად წამყვანმა, რა დროსაც ნუცა ბუზალაძემ ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა.

ბუზალა

საზოგადოება 1715326357

რა თქვა ნუცა ბუზალაძემ ნახევარფინალური შოუს შემდეგ

„ჩემი ოცნება იყო, საქართველო გასულიყო ფინალში შვიდი წლის შემდეგ, ბედნიერი ვარ,“ – ამის შესახებ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა, ნუცა ბუზალაძემ ნახევარფინალური შოუს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დიდი მადლობა ყველას, რომ მენდნენ. ვგრძნობდი ენერგიას სცენაზე. მადლობა, რომ დამაჯერეთ, რომ ოცნებები ნამდვილად ხდება. ჩემი ოცნება იყო, საქართველო გასულიყო ფინალში შვიდი წლის შემდეგ. ბედნიერი ვარ.ამაყი ვარ ჩემი ქვეყნით, საქართველოთი. ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ. მინდოდა, მეჩვენებინა ის ცეცხლი, რომელიც ქართველებშია. სცენაზე ვგრძნობდი ჩემი ქვეყნიდან ენერგიას, მიყვარს ჩემი ქვეყანა. ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა ამ ნომერზე და ყველას დიდი მადლობა ასე მუშაობისთვის.როდესაც ასე მუშაობ, ეს შრომა ყოველთვის შედეგის მომტანია. ეს იყო ჩემი ოცნება“, – განაცხადა ნუცა ბუზალაძემ პრესკონფერენციაზე.

ნუცა ბუზალაძე 11 მაისს ევროვიზიის ფინალში 24-ე ნომრად წარდგება

საზოგადოება 1715324997

ნუცა ბუზალაძე 11 მაისს ევროვიზიის ფინალში 24-ე ნომრად წარდგება

საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2024-ზე, ნუცა ბუზალაძე ფინალში გადავიდა, სადაც, კონკურსის პროდიუსერების გადაწყვეტილებით, ის 24-ე ნომრად იმღერებს.11 მაისს 23:00 საათზე შვედეთის ქალაქ მალმეში ევროვიზია 2024-ის ფინალი გაიმართება, სადაც საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე თავის საკონკურსო სიმღერას Firefighter-ს შეასრულებს.საერთო ჯამში ფინალში 26 ქვეყანა წარდგება: შვედეთი, უკრაინა, გერმანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, ესტონეთი,ირლანდია, ლატვია, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, სერბეთი, ფინეთი, პორტუგალია, სომხეთი, კვიპროსი, შვეიცარია, სლოვენია, ხორვატია, საფრანგეთი და ავსტრია.ევროვიზიის ფინალის ხმის მიცემაში მონაწილეობს, როგორც ჟიური, ასევე მაყურებელი. ჟიურის ქულებს კონკურსის მონაწილე 37-ივე ქვეყანა გამოაცხადებს. ამავე ქვეყნებიდან შესაძლებელია საქართველოსთვის ხმის მიცემა.ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ნუცა

საზოგადოება 1715321118

“ჩემი ოცნება იყო, რომ საქართველო გასულიყო ფინალში, ამაყი ვარ ჩემი ქვეყნით…” - ნუცა ბუზალაძე

 ჩემი ოცნება იყო, საქართველო გასულიყო ფინალში შვიდი წლის შემდეგ, ბედნიერი ვარ, – ამის შესახებ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა, ნუცა ბუზალაძემ, ნახევარფინალური შოუს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა."დიდი მადლობა ყველას, რომ მენდნენ. ვგრძნობდი ენერგიას სცენაზე. მადლობა, რომ დამაჯერეთ, რომ ოცნებები ნამდვილად ხდება. ჩემი ოცნება იყო, საქართველო გასულიყო ფინალში შვიდი წლის შემდეგ. ბედნიერი ვარ. ამაყი ვარ ჩემი ქვეყნით, საქართველოთი. ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ. მინდოდა, მეჩვენებინა ის ცეცხლი, რომელიც ქართველებშია. სცენაზე ვგრძნობდი ჩემი ქვეყნიდან ენერგიას, მიყვარს ჩემი ქვეყანა. ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა ამ ნომერზე და ყველას დიდი მადლობა ასე მუშაობისთვის. როდესაც ასე მუშაობ, ეს შრომა ყოველთვის შედეგის მომტანია. ეს იყო ჩემი ოცნება", – განაცხადა ნუცა ბუზალაძემ პრესკონფერენციაზე.American Idol-ში მონაწილეობისა და კაილი მინოუგთან დუეტის შესახებ დასმულ კითხვაზე ნუცა ბუზალაძემ აღნიშნა, რომ American Idol-მა ის მოამზადა ევროვიზიაზე გამოსვლისთვის."მე ბევრს ვლაპარაკობ ოცნებებზე. ეს იყო American Idol-ის ფინალი. American Idol-ი ძალიან განსხვავდება ევროვიზიისგან. American Idol-ი არის ამერიკელებისთვის, ევროვიზია არის საერთაშორისო. American Idol-მა მომამზადა, რომ ევროვიზიაზე წარმედგინა ჩემი ქვეყანა. ორივე პროექტში დიდი შრომა ჩავდე. ამაყი ვიყავი კაილი მინოუგთან სიმღერის გამო. ესეც ოცნების ახდენა იყო – ბავშვობაში როდესაც მის სიმღერებს მღეროდი სარკესთან და შემდეგ უცებ გიწევს სცენაზე მასთან ერთად დგომა. მნიშვნელოვანია, გვჯეროდეს, რომ ოცნებები ხდება და ჩემი ცხოვრება ამის დასტურია“, – განაცხადა ნუცა ბუზალაძემ.საქართველოს წარმომადგენელს კიდევ ერთი შეკითხვა სომხეთიდან დაუსვეს, რომლის წარმომადგენელიც ასევე მოხვდა ფინალში."ძალიან ვღელავდი. დიდხნიანი მეგობრობა გვაკავშირებს. თქვენ იმსახურებთ ფინალში ყოფნას. გასაოცარი იყო", – დასძინა ნუცა ბუზალაძემ.საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის ფინალში გადავიდა. ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი 9 მაისს გაიმართა.

ნო

საზოგადოება 1715320119

„ძალიან მინდა საქართველომ უმასპინძლოს ევროვიზიას მომავალ წელს”- ნინი შერმადინი

საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია. ნუცა ბუზალაძის შთამბეჭდავ გამოსვლას მომღერალი ნინი შერმადინი ეხმაურება სოციალურ ქსელში და წერს, რომ ძალიან უნდა მომავალ წელს ევროვიზიის მასპინძელი საქართველო იყოს.„საქართველო ფინალშია არ ვიცი რამდენი წლის მერე! ძალიან მინდა საქართველომ უმასპინძლოს ევროვიზიას მომავალ წელს! რაც გინდა მეძახეთ ახლა! ხო და აქვე გეტყვით, რომ არავის შევტენილვარ და არც ვეტენები არასდროს. მიხარია და გამიხარდება ჩემი ქვეყნის წარმატება ყოველთვის.პ.ს არა რუსეთს! არა რუსულ კანონს! არა ყველას და ყველაფერს რაც რუსეთთან დაგვაკავშირებს.წინ ევროპისკენ!“, – წერს ნინი შერმადინი.

ნუ

საზოგადოება 1715314146

“7 წლის შემდეგ საქართველო ევროვიზიის ფინალშია…” - ნუცა ბუზალაძის ემოციური მიმართვა

შვედეთის ქალაქ მალმეში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალში, საქართველოს წარმომადგენელმა ნუცა ბუზალაძემ ცეცხლი დაანთო. შეასრულა საკონკურსო სიმღერა, „Firefighter“ - ნუცა ევროვიზიის ფინალშია!ნუცა ემოციურ მიმართვას ავრცელებს: "7 წლის შემდეგ საქართველო ევროვიზიის ფინალშია"

ნუცა

საზოგადოება 1715289280

„Thank you Europe, საქართველო მიყვარხარ!“ ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის ფინალშია

შვედეთის ქალაქ მალმეში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალში, საქართველოს წარმომადგენელმა ნუცა ბუზალაძემ ცეცხლი დაანთო. შეასრულა საკონკურსო სიმღერა, „Firefighter“ - ნუცა ევროვიზიის ფინალშია!„მადლობა ევროპა, საქართველო, მიყვარხარ!“ - თქვა ნუცამ ცეცხლოვანი შოუს შემდეგ.    

ნუცა

ტაბლოიდი 1715286884

VIDEO: „მიყვარხარ, საქართველო!“ - კადრები ნუცა ბუზალაძის შთამბეჭდავი გამოსვლიდან

შვედეთის ქალაქ მალმეში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალში, საქართველოს წარმომადგენელმა ნუცა ბუზალაძემ ცეცხლი დაანთო. შეასრულა საკონკურსო სიმღერა, „Firefighter“.ნუცა მეთერთმეტე ნომრით წარდგა.„საქართველო, მიყვარხარ!“ - ეს მისი სიტყვებია, რომელიც წარმოდგენის შემდეგ ქართულად წარმოთქვა.ნახეთ კადრები ↓ 

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1715281617

ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის კონკურსზე მე-11 ნომრად წარდგება

შვედეთის ქალაქ მალმეში დღეს, 23:00 საათზე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალი დაიწყო, სადაც საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე თავის საკონკურსო სიმღერას, Firefighter-ს შეასრულებს.საქართველოსთან ერთად დღეს იმღერებენ საბერძნეთის, მალტის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, ისრაელის, სომხეთის, ნორვეგიის, ბელგიის, ავსტრიის, ესტონეთის, დანიის, სან მარინოს, ალბანეთის, ჩეხეთის და ლატვიის წარმომადგენლები. დღეს სცენაზე ასევე იმღერებენ საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის წარმომადგენლებიც.კონკურსის დაწყებამდე https://www.esc.vote/-ზე საქართველოსთვის ხმის მიცემა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდანაა შესაძლებელი, მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნების გარდა. მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას 9 მაისს, კონკურსის მსვლელობისას შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ, კონკურსის წესების თანახმად, საკუთარ ქვეყანას ხმას ვერ მისცემთ.კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის მიცემის პროცესში ჟიური არ მონაწილეობს.ევროვიზიის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ნუცა ბუზალაძე

შოუბიზნესი 1715248771

ნუცა ბუზალაძე დღეს ევროვიზიის კონკურსზე მე-11 ნომრად წარდგება - როგორ მივცეთ ხმა

შვედეთის ქალაქ მალმეში დღეს 23:00 საათზე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალი გაიმართება, სადაც საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე თავის საკონკურსო სიმღერას Firefighter-ს შეასრულებს.საქართველოსთან ერთად დღეს იმღერებენ: საბერძნეთის, მალტას, ნიდერლანდების, შვეიცარიის, ისრაელის, სომხეთის, ნორვეგიის, ბელგიის, ავსტრიის, ესტონეთის, დანიის, სანმარინოს, ალბანეთის, ჩეხეთის და ლატვიის წარმომადგენლები. დღეს სცენაზე ასევე იმღერებენ: საფრანგეთის, იტალიის და ესპანეთის წარმომადგენლებიც.კონკურსის დაწყებამდე https://www.esc.vote/-ზე საქართველოსთვის ხმის მიცემა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდანაა შესაძლებელი, მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნების გარდა. მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას 9 მაისს, კონკურსის მსვლელობისას შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ კონკურსის წესების თანახმად, საკუთარ ქვეყანას ხმას ვერ მისცემთ.

ბუზალაძე

საზოგადოება 1715240865

“ხმის მიცემა დაიწყო“ – ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

ნუცა ბუზალაძე 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს სიმღერით -Firefighter წარადგენს. ნუცა დღეს, 9 მაისს მე-11 ნომრად იმღერებს.https://www.esc.vote/ -ზე ხმის მიცემა უკვე დაიწყო. მხოლოდ ერთი დღით, 9 მაისის 23:00-მდე საქართველოსთვის ხმის მიცემა მთელი მსოფლიოდანაა შესაძლებელი, გამონაკლისია მეორე ნახევარფინალის მონაწილე ქვეყნები.ხმის მიცემის წესებზე თავად ნუცა ბუზალაძეც საუბრობს საკუთარ ვიდეომიმართვაში.