„დახსნა არ არსებობს...“ - რა ემართება ადამიანს, რომელსაც ვირის ტვინი აჭამეს
1706730401
ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი გუშინ გაიმართა, რომელზეც 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე. საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე მე-11 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა Firefighter შეასრულა.
წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტდა და ხმის მიცემაში ჟიური არ მონაწილეობდა.
უკვე რვა ქვეყანა იყო დასახელებული, როცა საქართველოში ფინალში მოხვედრის მოლოდინში იყო. მეცხრე ქვეყნად სწორედ საქართველო დაასახელა ერთ-ერთ ფინალისტად წამყვანმა, რა დროსაც ნუცა ბუზალაძემ ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა.