ვინ არის ალექსანდრე თოფურიას უმშვენიერესი შეყვარებული
1781644205
ნატალია ყიფშიძემ მამიდას მანქანა აჩუქა. მანამდე კი მოატყუა, რომ თავად სურდა შერჩევა და ამაში დახმარება.
კადრებში, რომელიც ნატალიამ გადაიღო, ლენუკა დაბნეულია და ემოციების ფონზე ვერაფერი თქვა, მოგვიანებით „თბილისელებთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„სულ მინდოდა და ოცნებად მქონდა ახალი მანქანა. ნატალია მანქანებს მაჩვენებდა, ნახე, ეს როგორ მოგწონსო. მეუბნებოდა, ტარება მინდა მასწავლო და ხომ მასწავლიო? რას ვიფიქრებდი, რომ ნატაშკა ჩემთვის არჩევდა მანქანას. ერთ დღეს გამომიცხადა, წამყევი კომპანიაში. ისე წავყევი მართლა აზრზე არ ვიყავი, რა სიურპრიზს მიმზადებდა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი ძველი მანქანა დავტოვე და ახალი „ჯილი ატლასით“ დავბრუნდი უკან. ასეთი სიურპრიზი ნამდვილად არ მქონია ცხოვრებაში. რომ მითხრა, ხომ მოგწონს და შენიაო, ისეთი შოკი მივიღე, ჯერ ვერ გამოსულვარ. ძალიან გახარებული ვარ“, - ამბობს ლენუკა.
