აშშ-ში მილიარდ დოლარზე მეტი გათამაშდა - გამარჯვებული ჯერ არ გამოჩენილა

ლატარია

აშშ-ში, ილინოისის შტატში შეძენილმა Mega Millions-ის ბილეთმა $1.34 მილიარდი მოიგო. შანსი 300 მილიონიდან ერთი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გამარჯვებული კომბინაცია იყო - 13, 36, 45, 57 და 67 (ბონუსი 14). გამარჯვებული ჯერ არ გამოჩენილა.

ამ დრომდე, Mega Millions-ში გათამაშებული ყველაზე მაღალი თანხა $1,537 მილიარდი იყო (2018 წელი).