ფისო

აშშ-ში კატამ, სახელად ,,ბანდიტმა", პატრონი გაძარცვას გადაარჩინა

აშშ-ში, მისისიპის შტატში, კატამ, სახელად ,,ბანდიტმა", თავისი პატრონი გაძარცვას გადაარჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ღამის 3 საათზე, ,,ბანდიტმა" პატრონი კნავილითა და ხელის ფხაჭნით გააღვიძა. ფრედი მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.

როცა კაცი საწოლიდან ადგა და კატას გაჰყვა, აღმოაჩინა, რომ უკანა კარის საკეტის ხმა ისმოდა. ფრედმა დაინახა, როგორ ცდილობდა ორი კაცი მის სახლში შეღწევას - ერთი საკეტს ეჯაჯგურებოდა, მეორეს კი იარაღიც ეჭირა.

საბედნიეროდ, ფრედს წინააღმდეგობის გაწევა არ მოუხდა. მისი დანახვისთანავე, მძარცველები გაიქცნენ.

„მადლობა ღმერთს, დაპირისპირებამდე საქმე არ მისულა. თუმცა, მგონი, ეს მხოლოდ კატის დამსახურებაა",- ამბობს ის. 

მთავარი სიახლეები