Apple-ი Twitter-ის App Store-იდან წაშლით იმუქრება - ილონ მასკი

ილონ მასკი

კომპანია Twitter-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია Apple-ი App Store-იდან Twitter-ის აპლიკაციის ამოღებით იმუქრება.

„Apple-ი ასევე იმუქრება Twitter-ის App Store-იდან წაშლით, თუმცა, მიზეზს არ გვეუბნება“, - დაწერა მასკმა Twitter-ზე.

მანამდე ილონ მასკმა განაცხადა, რომ ალტერნატიულ სმარტფონს შექმნის, თუ Twitter-ს აპლიკაციების მაღაზიებიდან ამოიღებენ.